https://sputnik-georgia.com/20230809/-------281087679.html
თანდილაშვილი: შოვში მეწყერის ჩამოწოლის პროგნოზირების შეუძლებლობა დადასტურდა
თანდილაშვილი: შოვში მეწყერის ჩამოწოლის პროგნოზირების შეუძლებლობა დადასტურდა
Sputnik საქართველო
500 ათასი კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასა დაეჯახა 62 ჰა-ზე გაშლილ მყინვარულ მასას, შემდეგ კი ღვარცოფული ნაკადი კურორტ შოვში ჩამოვიდა - ამას... 09.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-09T22:45+0400
2023-08-09T22:45+0400
2023-08-10T04:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/09/281073506_0:196:1892:1260_1920x0_80_0_0_0a056ad904df932cafa03622cac523d9.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. სატელიტური ფოტოსურათები ადასტურებს შოვში მეწყერის ჩამოწოლის წინასწარი პროგნოზირების შეუძლებლობას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.მისი თქმით, კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალ ფაქტორთან დამოკიდებულების გამო მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია.„ჩვენს ხელთ არსებული მონიტორინგის სისტემებიდან, რომლებიც დამონტაჟებული გვაქვს რეგიონში, ასევე რადარული სისტემებიდან, არ გამოვლენილა ისეთი პროცესი, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ შეიძლება გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას შეიძლება ჰქონოდა ადგილი“, - აღნიშნა მან.ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს ძლიერი ნალექების, სეტყვის, ძლიერი ქარების, გვალვის, წყალდიდობის, წყალმოვარდნების წინასწარ პროგნოზირების მიმართულებას, განმარტა მან.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიშოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.გამოძიება შოვის ტრაგედიის საქმეზე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს - მღებრიშვილი>>სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/09/281073506_249:209:1650:1260_1920x0_80_0_0_e495bfc8e020120e7a1d79970061b445.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
თანდილაშვილი: შოვში მეწყერის ჩამოწოლის პროგნოზირების შეუძლებლობა დადასტურდა
22:45 09.08.2023 (განახლებულია: 04:44 10.08.2023) 500 ათასი კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასა დაეჯახა 62 ჰა-ზე გაშლილ მყინვარულ მასას, შემდეგ კი ღვარცოფული ნაკადი კურორტ შოვში ჩამოვიდა - ამას თანამგზავრული ფოტოები მოწმობს
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. სატელიტური ფოტოსურათები ადასტურებს შოვში მეწყერის ჩამოწოლის წინასწარი პროგნოზირების შეუძლებლობას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.
„სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 ათასი კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. ჩამოშლილი ნახევარი მილიონი კლდეზვავური მასა დაეჯახა 62 ჰა-ზე გაშლილ მყინვარულ მასას და ღვარცოფული ნაკადი ჩამოიტანა კურორტ შოვში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოცემულ შეფასებებს, მომხდარი სტიქიის კომპლექსურობას და მისი პროგნოზირების შეუძლებლობას“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
მისი თქმით, კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალ ფაქტორთან დამოკიდებულების გამო მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია.
„ჩვენს ხელთ არსებული მონიტორინგის სისტემებიდან, რომლებიც დამონტაჟებული გვაქვს რეგიონში, ასევე რადარული სისტემებიდან, არ გამოვლენილა ისეთი პროცესი, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ შეიძლება გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას შეიძლება ჰქონოდა ადგილი“, - აღნიშნა მან.
ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს ძლიერი ნალექების, სეტყვის, ძლიერი ქარების, გვალვის, წყალდიდობის, წყალმოვარდნების წინასწარ პროგნოზირების მიმართულებას, განმარტა მან.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.