https://sputnik-georgia.com/20230807/gamozieba-sovis-tragediis-saqmeze-seizleba-gadakvalificirdes-mrebrisvili-281003001.html
გამოძიება შოვის ტრაგედიის საქმეზე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს - მღებრიშვილი
გამოძიება შოვის ტრაგედიის საქმეზე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს - მღებრიშვილი
Sputnik საქართველო
შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T15:22+0400
2023-08-07T15:22+0400
2023-08-07T20:20+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საზოგადოება
საქართველო
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/06/280981783_226:234:1040:692_1920x0_80_0_0_c7f466b8b0858b685b2b37595ba77e95.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სტიქიის პირველივე წუთებიდან საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა. ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს. მღებრიშვილის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) მუხლებით მიმდინარეობს, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს. მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში მოწყობილია დამატებითი გზები, რათა მაშველებმა და ტექნიკამ სამძებრო სამუშაოები შეუფერხებლად აწარმოონ. შესაძლებელი იყო თუ არა მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის ევაკუაცია? ჰიდროლოგის განმარტება>>სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო, მობილიზებულია 178 ერთეული მძიმე ტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>> სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის. კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/06/280981783_331:210:974:692_1920x0_80_0_0_a5bc7588bece722301ae09185fa359e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, საქართველო, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, საქართველო, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები
გამოძიება შოვის ტრაგედიის საქმეზე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს - მღებრიშვილი
15:22 07.08.2023 (განახლებულია: 20:20 07.08.2023) შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სტიქიის პირველივე წუთებიდან საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს.
მღებრიშვილის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) მუხლებით მიმდინარეობს, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს.
„პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მუხლები", – განაცხადა მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში მოწყობილია დამატებითი გზები, რათა მაშველებმა და ტექნიკამ სამძებრო სამუშაოები შეუფერხებლად აწარმოონ.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო, მობილიზებულია 178 ერთეული მძიმე ტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.