https://sputnik-georgia.com/20230810/mrebrisvili-sovsi-cocxali-zalisa-da-specteqnikis-sakmarisze-meti-raodenobaa-mobilizebuli-281109962.html
მღებრიშვილი: შოვში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის საკმარისზე მეტი რაოდენობაა მობილიზებული
მღებრიშვილი: შოვში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის საკმარისზე მეტი რაოდენობაა მობილიზებული
Sputnik საქართველო
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა და დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. 10.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-10T14:51+0400
2023-08-10T14:51+0400
2023-09-18T12:50+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280964662_0:166:1600:1066_1920x0_80_0_0_ba54ca418af92eebd0742f57cc791cd6.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი „სრული პასუხისმგებლობით აცხადებს“, რომ შოვში ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების იმაზე მეტი რაოდენობაა მობილიზებული, ვიდრე „გონივრულად აუცილებელი“ შეიძლება იყოს. ამის შესახებ თემურ მღებრიშვილმა შოვში განხორციელებულ სამაშველო-სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. ამ დროისათვის ნაპოვნია 21 ცხედარი, აქედან 19 იდენტიფიცირებულია. მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ 12 ადამიანს.როგორც მღებრიშვილმა განმარტა, შოვის ტრაგედიის დღეს სამი ვერტმფრენი იყო მობილიზებული – ერთი ქუთაისიდან და ორი თბილისიდან, რომლებიც მზად იყვნენ დაუყოვნებლივ გასაფრენად.მღებრიშვილის განცხადებით, ფორსმაჟორული სიტუაციების დროს სახელმწიფო პარალელურ რეჟიმში ძალიან სწრაფად და ოპერატიულად ახორციელებს შესყიდვებსა და ავსებს სარეზერვო მარაგებს.ტრაგედია შოვში – 12 ადამიანი ჯერ ნაპოვნი არ არის>>„ჩვენ გვაქვს საკმარისი გონივრული მარაგები. ეს ეხება ტანისამოსს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლგამძლე ფორმას, სპეცაღჭურვილობას და ა.შ. როგორც კი დგება დღის წესრიგში ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა აუცილებელი მარაგის დონე არ ჩამოვიდეს ქვემოთ“, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა.ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>ამ დროისათვის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში მონაწილეობენ მოხალისეებიც.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280964662_319:343:1283:1066_1920x0_80_0_0_2bf398e557a5eeede3f03a6e42ba1b6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მღებრიშვილი: შოვში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის საკმარისზე მეტი რაოდენობაა მობილიზებული
14:51 10.08.2023 (განახლებულია: 12:50 18.09.2023) კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა და დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი „სრული პასუხისმგებლობით აცხადებს“, რომ შოვში ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების იმაზე მეტი რაოდენობაა მობილიზებული, ვიდრე „გონივრულად აუცილებელი“ შეიძლება იყოს. ამის შესახებ თემურ მღებრიშვილმა შოვში განხორციელებულ სამაშველო-სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. ამ დროისათვის ნაპოვნია 21 ცხედარი, აქედან 19 იდენტიფიცირებულია. მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ 12 ადამიანს.
როგორც მღებრიშვილმა განმარტა, შოვის ტრაგედიის დღეს სამი ვერტმფრენი იყო მობილიზებული – ერთი ქუთაისიდან და ორი თბილისიდან, რომლებიც მზად იყვნენ დაუყოვნებლივ გასაფრენად.
„მეტეოროლოგიური პირობების გამო ქუთაისიდან ვერტმფრენი ვერ აფრინდა. პარალელურად თბილისიდან მოვასწარით ჩამოსვლა ვერტმფრენების საშუალებით. როდესაც პირველი ვერტმფრენი ჩამოფრინა, ჩვენ ჩამოვიტანეთ ორი სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში... არაფერი არ დაგვიკლია“, – განაცხადა მან.
მღებრიშვილის განცხადებით, ფორსმაჟორული სიტუაციების დროს სახელმწიფო პარალელურ რეჟიმში ძალიან სწრაფად და ოპერატიულად ახორციელებს შესყიდვებსა და ავსებს სარეზერვო მარაგებს.
„ჩვენ გვაქვს საკმარისი გონივრული მარაგები. ეს ეხება ტანისამოსს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლგამძლე ფორმას, სპეცაღჭურვილობას და ა.შ. როგორც კი დგება დღის წესრიგში ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა აუცილებელი მარაგის დონე არ ჩამოვიდეს ქვემოთ“, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა.
ამ დროისათვის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში მონაწილეობენ მოხალისეებიც.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.