https://sputnik-georgia.com/20230810/tragedia-sovsi-12-adamians-jer-kidev-ezeben-281098351.html
ტრაგედია შოვში - 12 ადამიანი ჯერ არ არის ნაპოვნი
ტრაგედია შოვში - 12 ადამიანი ჯერ არ არის ნაპოვნი
Sputnik საქართველო
ონის რაიონში წელს დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმებულია. 10.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-10T13:08+0400
2023-08-10T13:08+0400
2023-09-18T12:48+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281021424_0:83:1600:983_1920x0_80_0_0_ef442589d4a5fdf9805106d1f00b2f3c.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ხუთშაბათის დილის მონაცემებით, მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ 12 ადამიანს, რომლებიც შოვში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ გაუჩინარდნენ, განაცხადა ონის მერმა სერგი ხიდეშელმა.შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. ამ დროისათვის ნაპოვნია 21 ცხედარი, აქედან 19 იდენტიფიცირებულია.ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა საძიებო სამუშაოებს 10 უბანზე აწარმოებს, აღნიშნა მერმა.„ეს არის უდიდესი ტრაგედია. ძალიან რთულია. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ყოველდღიურ კონტაქტში ვიმყოფებით იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან, რომლებიც დაიღუპნენ ამ ტრაგედიის გამო. ურთულესია ეს ჩვენთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია და მინდა კიდევ ერთხელ თანავუგრძნო ამ მოქალაქეებს“, – განაცხადა ხიდეშელმა.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიშოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.თანდილაშვილი: შოვში მეწყერის ჩამოწოლის პროგნოზირების შეუძლებლობა დადასტურდა>>სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281021424_91:0:1510:1064_1920x0_80_0_0_134824f60647a88b7d119764a705e0ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ტრაგედია შოვში - 12 ადამიანი ჯერ არ არის ნაპოვნი
13:08 10.08.2023 (განახლებულია: 12:48 18.09.2023) ონის რაიონში წელს დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმებულია.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ხუთშაბათის დილის მონაცემებით, მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ 12 ადამიანს, რომლებიც შოვში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ გაუჩინარდნენ, განაცხადა ონის მერმა სერგი ხიდეშელმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. ამ დროისათვის ნაპოვნია 21 ცხედარი, აქედან 19 იდენტიფიცირებულია.
„12 მოქალაქის ძიება აქტიურად მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება არის გადადებული“, – განაცხადა ხიდეშელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა საძიებო სამუშაოებს 10 უბანზე აწარმოებს, აღნიშნა მერმა.
„ეს არის უდიდესი ტრაგედია. ძალიან რთულია. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ყოველდღიურ კონტაქტში ვიმყოფებით იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან, რომლებიც დაიღუპნენ ამ ტრაგედიის გამო. ურთულესია ეს ჩვენთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია და მინდა კიდევ ერთხელ თანავუგრძნო ამ მოქალაქეებს“, – განაცხადა ხიდეშელმა.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.