https://sputnik-georgia.com/20230816/--------281262359.html
საქართველოს მთავრობა: ჩინეთის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს
საქართველოს მთავრობა: ჩინეთის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს
სხვადასხვა ქვეყანასთან ფრენების ინტენსივობის გაზრდა და ახალი ავიამიმართულებების დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმისა თუ ავიაციის სექტორის განვითარებას... 16.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-16T10:40+0400
2023-08-16T10:40+0400
2023-08-16T18:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ჩინეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277865669_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_306305d23afabbb31b84a81458415da1.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობასთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა ჩინეთთან ფრენების ინტენსივობის გაზრდის შესაძლებლობები, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.ჩინეთთან ავიამიმოსვლის გაფართოების შესახებ, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პეკინში ვიზიტის დროს განაცხადა.აღინიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან ფრენების ინტენსივობის გაზრდა და ახალი ავიამიმართულებების დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმისა თუ ავიაციის სექტორის განვითარებას.ისტორიული გადაწყვეტილება - პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ>>პრემიერის თქმით, ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის გაფართოება გააძლიერებს ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობებს დარგის დაინტერესებულ სუბიექტებთან.საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. იმ დროიდან ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული.2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277865669_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_dd7f8f660a74abc6f032d44b420337f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა: ჩინეთის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს
10:40 16.08.2023 (განახლებულია: 18:20 16.08.2023) სხვადასხვა ქვეყანასთან ფრენების ინტენსივობის გაზრდა და ახალი ავიამიმართულებების დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმისა თუ ავიაციის სექტორის განვითარებას, აღნიშნავენ მთავრობაში.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობასთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა ჩინეთთან ფრენების ინტენსივობის გაზრდის შესაძლებლობები, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ჩინეთთან ავიამიმოსვლის გაფართოების შესახებ, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პეკინში ვიზიტის დროს განაცხადა.
აღინიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან ფრენების ინტენსივობის გაზრდა და ახალი ავიამიმართულებების დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმისა თუ ავიაციის სექტორის განვითარებას.
პრემიერის თქმით, ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის გაფართოება გააძლიერებს ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობებს დარგის დაინტერესებულ სუბიექტებთან.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. იმ დროიდან ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.