https://sputnik-georgia.com/20230812/----------281169243.html
ისტორიული გადაწყვეტილება - პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
ისტორიული გადაწყვეტილება - პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს ჩინეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა 12.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-12T21:07+0400
2023-08-12T21:07+0400
2023-08-12T21:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ჩინეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280654975_0:119:1600:1020_1920x0_80_0_0_cfbef1ad575c57659fef99d3c40eb19b.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ისტორიული გადაწყვეტილებაა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთში 26 ივლისს, ჩენდუში XXXI FISU მსოფლიო სტუდენტური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად გაემგზავრა. ამის შემდეგ ის პეკინში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდოს.მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს ჩინეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისტორიული ვიზიტის შემდეგ, საქართველოში კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ბრუნდება.„ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო მასთან. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება მისდამი ჩინეთში მოწვევისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო არსებული ურთიერთობის შემდეგ დონეზე აყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. 2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280654975_109:140:1283:1020_1920x0_80_0_0_12732286f722195386ace70d5a94cedb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ისტორიული გადაწყვეტილება - პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს ჩინეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ისტორიული გადაწყვეტილებაა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთში 26 ივლისს, ჩენდუში XXXI FISU მსოფლიო სტუდენტური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად გაემგზავრა. ამის შემდეგ ის პეკინში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდოს.
„საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს ჩინეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისტორიული ვიზიტის შემდეგ, საქართველოში კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ბრუნდება.
„ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო მასთან. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება მისდამი ჩინეთში მოწვევისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო არსებული ურთიერთობის შემდეგ დონეზე აყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. 2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.