https://sputnik-georgia.com/20230813/-----------281199608.html
ვერტმფრენი მანქანა არაა - ვახტანგ გომელაური სამაშველო ავიაციასთან არსებულ სიტუაციაზე
ვერტმფრენი მანქანა არაა - ვახტანგ გომელაური სამაშველო ავიაციასთან არსებულ სიტუაციაზე
Sputnik საქართველო
მინისტრმა პარალელი გაავლო 2022 წლის გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან, როდესაც პილოტებმა გარისკეს და პარაპლანერისტის გადასარჩენად ღამის საათებში გაფრინდნენ... 13.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-13T23:30+0400
2023-08-13T23:30+0400
2023-08-14T00:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:51:2048:1203_1920x0_80_0_0_d6720ea06efe2eb2ba53a4c81bf5dcd6.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ვერტმფრენი არ არის ველოსიპედი ან მანქანა, რომ დაჯდე და მაშინვე წახვიდე, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში სტიქიური უბედურების ზონაში მე-11 დღეს ჩავიდა.საქართველოში სამაშველო ვერტმფრენების საკითხი ისევ გააქტიურდა კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის ფონზე. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ იმ ორმა ვერტმფრენმა, რომელიც ქვეყანას აქვს, თავი გაართვა ამოცანას, ადგილზე უფრო მნიშვნელოვანი იყო სითბური დრონების მუშაობა. ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ ვერტმფრენებს ღამის საათებში ხალხის ძებნა არ უნდა შეეწყვიტათ და საერთოდ შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ.გარდა ამისა, საკმაოდ რთული იყო მეტეოროლოგიური პირობებიც.„თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს შუაში, კუნძულზე, სადაც იყო ეს 70 ადამიანი და გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას“, – აღნიშნა გომელაურმა.მინისტრის თქმით, მეორე მხარეს, ფერდობზე უკვე პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. სტიქიური უბედურების ზონაში ჩარჩენილებს ჰქონდათ საკვებიც და ისინი უსაფრთხო ადგილას იყვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ღამის საათებში ფრენა საფრთხის შემცველი იყო, მათი გამოყვანა დილით გადაწყდა.„რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე, ასჯერ მაქვს ახსნილი – ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი“, - განაცხადა გომელაურმა.პაპუაშვილი: საქართველო ვერტმფრენებს ეტაპობრივად მიიღებს >>მინისტრმა პარალელი გაავლო 2022 წლის გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან, როდესაც პილოტებმა გარისკეს და პარაპლანერისტის გადასარჩენად ღამის საათებში გაფრინდნენ. მცდელობა ტრაგედიით დასრულდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი.მინისტრის განცხადებით, საქართველოს სულ ექვსი ვერტმფრენი აქვს, სამი ახალი ვერტმფრენი შეიძინეს საფრანგეთში და პირველი შვეულმფრენი მარტში ჩამოვა.მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული ყველა ვერტმფრენი გამართულად მუშაობს.„ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები. სწავლება და გადამზადება უნდათ პილოტებს და ა.შ. იგივე ვერტმფრენებია ესენიც, უბრალოდ, ახლებია. იგივე შეუძლია არსებულსაც. არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად ყველანაირად გამართულია. არცერთი პილოტი არ აფრინდება, თუ გამართული არ არის“, – განაცხადა გომელაურმა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისთვის სამი ვერტმფრენის შესაძენად ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 2022 წლის ბოლოს გააფორმა. ვერტმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს.გომელაური: სტიქიის ზონაში ყველა სამსახური მაქსიმალურს აკეთებს >>H145 მოდელის მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს შეუძლიათ შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები და ისინი სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის პირველი ვერტმფრენის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში მოხდება, ხოლო მეორისა და მესამის – შესაბამისად, 18 და 19 თვის შემდეგ.სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები საქართველოში ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ საზღვრების დასაცავად, არამედ ხანძრის ჩასაქრობად და სამაშველო ოპერაციებში.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:0:1828:1371_1920x0_80_0_0_e952297c9c77527e5ed7eb1666430bb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ვერტმფრენი მანქანა არაა - ვახტანგ გომელაური სამაშველო ავიაციასთან არსებულ სიტუაციაზე
23:30 13.08.2023 (განახლებულია: 00:41 14.08.2023) მინისტრმა პარალელი გაავლო 2022 წლის გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან, როდესაც პილოტებმა გარისკეს და პარაპლანერისტის გადასარჩენად ღამის საათებში გაფრინდნენ. მცდელობა ტრაგედიით დასრულდა
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ვერტმფრენი არ არის ველოსიპედი ან მანქანა, რომ დაჯდე და მაშინვე წახვიდე, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში სტიქიური უბედურების ზონაში მე-11 დღეს ჩავიდა.
საქართველოში სამაშველო ვერტმფრენების საკითხი ისევ გააქტიურდა კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის ფონზე. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ იმ ორმა ვერტმფრენმა, რომელიც ქვეყანას აქვს, თავი გაართვა ამოცანას, ადგილზე უფრო მნიშვნელოვანი იყო სითბური დრონების მუშაობა. ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ ვერტმფრენებს ღამის საათებში ხალხის ძებნა არ უნდა შეეწყვიტათ და საერთოდ შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ.
„ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, მას მომზადება სჭირდება“, - განაცხადა გომელაურმა
გარდა ამისა, საკმაოდ რთული იყო მეტეოროლოგიური პირობებიც.
„თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს შუაში, კუნძულზე, სადაც იყო ეს 70 ადამიანი და გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას“, – აღნიშნა გომელაურმა.
მინისტრის თქმით, მეორე მხარეს, ფერდობზე უკვე პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. სტიქიური უბედურების ზონაში ჩარჩენილებს ჰქონდათ საკვებიც და ისინი უსაფრთხო ადგილას იყვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ღამის საათებში ფრენა საფრთხის შემცველი იყო, მათი გამოყვანა დილით გადაწყდა.
„რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე, ასჯერ მაქვს ახსნილი – ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი“, - განაცხადა გომელაურმა.
მინისტრმა პარალელი გაავლო 2022 წლის გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან, როდესაც პილოტებმა გარისკეს და პარაპლანერისტის გადასარჩენად ღამის საათებში გაფრინდნენ. მცდელობა ტრაგედიით დასრულდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი.
„შეიძლება, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. რისკია, ღამე არ არის ისეთი ხედვა, ხეობაა, მთა არის, ხეებია და შეიძლება, რაღაცას ისე წამოედოს, რაც მოხდა, სამწუხაროდ, ყაზბეგში, გუდაურში. იქაც გარისკეს პილოტებმა, რადგან ადამიანი ცოცხალი იყო. თუმცა მოხდა უბედურება“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს სულ ექვსი ვერტმფრენი აქვს, სამი ახალი ვერტმფრენი შეიძინეს საფრანგეთში და პირველი შვეულმფრენი მარტში ჩამოვა.
მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული ყველა ვერტმფრენი გამართულად მუშაობს.
„ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები. სწავლება და გადამზადება უნდათ პილოტებს და ა.შ. იგივე ვერტმფრენებია ესენიც, უბრალოდ, ახლებია. იგივე შეუძლია არსებულსაც. არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად ყველანაირად გამართულია. არცერთი პილოტი არ აფრინდება, თუ გამართული არ არის“, – განაცხადა გომელაურმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისთვის სამი ვერტმფრენის შესაძენად ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 2022 წლის ბოლოს გააფორმა. ვერტმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს.
H145 მოდელის მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს შეუძლიათ შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები და ისინი სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის პირველი ვერტმფრენის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში მოხდება, ხოლო მეორისა და მესამის – შესაბამისად, 18 და 19 თვის შემდეგ.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები საქართველოში ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ საზღვრების დასაცავად, არამედ ხანძრის ჩასაქრობად და სამაშველო ოპერაციებში.