https://sputnik-georgia.com/20230813/-------281195530.html
გომელაური: სტიქიის ზონაში ყველა სამსახური მაქსიმალურს აკეთებს
გომელაური: სტიქიის ზონაში ყველა სამსახური მაქსიმალურს აკეთებს
Sputnik საქართველო
სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და ნავებით. 13.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-13T20:02+0400
2023-08-13T20:02+0400
2023-08-13T20:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
სტიქიური მოვლენები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24846/56/248465688_0:39:1042:625_1920x0_80_0_0_cc2cacb828ea06d6167c1d9bf62e07d3.jpg
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, 24 ადამიანი არის დაღუპული, ცხრას ისევ ვეძებთ, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში დღეს პირველად ჩავიდა.შოვში მეწყერის ჩამოწოლის ზონაში საძიებო სამუშაოები მე-11 დღეს მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 24 ადამიანი შეეწირა, 9 ადამიანის საძიებო სამუშაოები გრძელდება.მინისტრის განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია.როგორც მინისტრმა განმარტა, ის ამ დრომდე თურქეთში, საავადმყოფოში იმყოფებოდა მამამისის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.„გუშინ ჩამოვფრინდი თურქეთიდან, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად, თავზე ვადექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედაა“, - განმარტა მან.რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს, ამ დროისთვის ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24846/56/248465688_46:0:879:625_1920x0_80_0_0_6d5fb883cf411e3878eb8b724189b634.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გომელაური: სტიქიის ზონაში ყველა სამსახური მაქსიმალურს აკეთებს
სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და ნავებით.
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, 24 ადამიანი არის დაღუპული, ცხრას ისევ ვეძებთ, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში დღეს პირველად ჩავიდა.
შოვში მეწყერის ჩამოწოლის ზონაში საძიებო სამუშაოები მე-11 დღეს მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 24 ადამიანი შეეწირა, 9 ადამიანის საძიებო სამუშაოები გრძელდება.
მინისტრის განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია.
„მაქსიმალურს აკეთებს ყველა, რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60% ჩამოშლილი მიწის მასა რაც არის, უკვე შემოწმებულია, დასულია პირველად დონემდე. რამდენიმე დღე დასჭირდებათ ალბათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს, გადავალთ მერე ალბათ უკვე ლოკალურ სამუშაოებზე“, – განაცხადა გომელაურმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ის ამ დრომდე თურქეთში, საავადმყოფოში იმყოფებოდა მამამისის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.
„გუშინ ჩამოვფრინდი თურქეთიდან, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად, თავზე ვადექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედაა“, - განმარტა მან.
რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს, ამ დროისთვის ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.
სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.