https://sputnik-georgia.com/20230806/tragedia-sovsi-samasvelo-operaciis-areali-gafartovda-280982301.html
ტრაგედია შოვში: სამაშველო ოპერაციის არეალი გაფართოვდა
ტრაგედია შოვში: სამაშველო ოპერაციის არეალი გაფართოვდა
Sputnik საქართველო
ძებნა-შველის ოპერაციაში მოხალისეების ჩართვის საჭიროება არ არის, განაცხადა მღებრიშვილმა 06.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-06T20:37+0400
2023-08-06T20:37+0400
2023-09-14T16:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
სტიქიური მოვლენები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0d/281195804_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_e176cfbb98f3a1710a10f9b6d7ca750e.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მაშველებმა გააფართოვეს ძებნა-შველის სამუშაოების ჩატარების არეალი, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მღებრიშვილის თქმით, მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.მაშველები მუშაობენ ტერიტორიაზე, რომელიც ათ კილომეტრს მოიცავს. ამ ეტაპზე ძებნა-შველის სამუშაოები მდინარის მარჯვენა ნაპირზე მიმდინარეობს.შოვში რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარია აღმოჩენილი >>მღებრიშვილის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით.მისი თქმით, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში დღეს მაშველების მიერ ნაპოვნია მოზარდის ცხედარი.მღებრიშვილის თქმით, ძებნა-შველის ოპერაციაში მოხალისეების ჩართვის საჭიროება არ არის.„თუ მაინც დადგა დღის წესრიგში მოხალისეთა კომპონენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს მოხალისეების სპეციალური ბაზა, რომელთა მობილიზებაც ორგანიზებულად მოხდება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0d/281195804_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_499a2c5f0333f5eb92eb64f75bcbb87f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტრაგედია შოვში: სამაშველო ოპერაციის არეალი გაფართოვდა
20:37 06.08.2023 (განახლებულია: 16:36 14.09.2023) ძებნა-შველის ოპერაციაში მოხალისეების ჩართვის საჭიროება არ არის, განაცხადა მღებრიშვილმა
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მაშველებმა გააფართოვეს ძებნა-შველის სამუშაოების ჩატარების არეალი, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მღებრიშვილის თქმით, მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
მაშველები მუშაობენ ტერიტორიაზე, რომელიც ათ კილომეტრს მოიცავს. ამ ეტაპზე ძებნა-შველის სამუშაოები მდინარის მარჯვენა ნაპირზე მიმდინარეობს.
მღებრიშვილის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით.
მისი თქმით, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში დღეს მაშველების მიერ ნაპოვნია მოზარდის ცხედარი.
„სტიქიის ზონაში, დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის პოვნა და პროზექტურაში გადასვენება. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს, აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გზის 70% გაყვანილია და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის თქმით, ძებნა-შველის ოპერაციაში მოხალისეების ჩართვის საჭიროება არ არის.
„თუ მაინც დადგა დღის წესრიგში მოხალისეთა კომპონენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს მოხალისეების სპეციალური ბაზა, რომელთა მობილიზებაც ორგანიზებულად მოხდება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.