შოვში რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარია აღმოჩენილი

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2023
გამოწერა
მოეწყო საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100 ერთეული მძიმე ტექნიკა, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში, სადაც რამდენიმე დღის წინ საზარელი მეწყერი ჩამოწვა, ნაპოვნ ცხედრებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანია, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, მათაგან 12 იდენტიფიცირებულია. უწყვეტად გრძელდება 17 დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაოები, მათ შორის შვიდი ბავშვია.
„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, მოეწყო საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100 ერთეული მძიმე ტექნიკა.
„საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ: მინისტრი რაჭაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაზე >>
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0