https://sputnik-georgia.com/20230806/6-agvistos-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-280954612.html
6 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
6 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 6 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 06.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-06T00:15+0400
2023-08-06T00:15+0400
2023-08-06T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23187/35/231873586_0:128:5550:3250_1920x0_80_0_0_816ee81d0107980dcb4e8ad862872829.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ3-12 აგვისტო3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.მათი სიმბოლოა მზესუმზირა.ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარებათ, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.6 აგვისტოს დაბადებულები6 აგვისტოს დაბადებულები ნიჭიერი ადამიანები არიან, რომელთაც თავის წარმოჩენა შეუძლიათ თეატრალურ სფეროში, ლიტერატურასა და სპორტშიც კი. არიან პატივმოყვარე, თამამი და ამტანი ადამიანები. თვითონ მოსიყვარულენი გარშემომყოფებისგან ითხოვენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, პატივისცემას, თუ გარშემომყოფებში საპასუხო გრძნობები ვერ მიიღეს, შეიძლება განცალკევდნენ და საკუთარ თავში ჩაიკეტონ.ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ>>6 აგვისტოს დაბადებულები ექსპერიმენტატორები არიან, ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე დაუჯერებელ და ექსტრაორდინარულ სიტუაციებში, აუცილებლად ეჯახებიან საოცარ და წარმოუდგენელ, აუხსნელ, უჩვეულო მოვლენებს. ისინი ან თავად არიან ასეთი ვითარებების ინიციატორები, ან შემთხვევითი მოწმეები. ასეა თუ ისე, ამოუცნობი, საოცარი ამ ადამიანებს ძალიან იზიდავს. ერთფეროვნება, ჩვეულებრივი, რუტინული საქმიანობა მალე სწყინდებათ. როდესაც სამსახურში ან ოჯახში ასეთ ერთფეროვნებას აწყდებიან, თანდათან მათი მდგომარეობა მძიმდება და ისინი, უბრალოდ, ფანტაზიების სამყაროში გაქცევით შველიან თავს.ხანდახან არასტაბილურობა დიდი ხნის განმავლობაში მათ ცვლილებებისკენ უბიძგებს, რომ დაადგნენ ახალი აღმოჩენების, გამარჯვებების გზას. ხანდახან ამას ისინი მიჰყავს საკუთარი დანიშნულების გააზრებასთან.6 აგვისტოს დაბადებულებს არაჩვეულებრივი უნარი აქვთ, უჩვეულო ჩვეულებრივ ვითარებებში აღმოაჩინონ და ამ დროს საოცარ ინტუიციასა და გამჭრიახობას ამჟღავნებენ.ამ დღეს დაბადებულები გამოირჩევიან მობილური ჭკუა-გონებით, რომელიც მათ ცვლილებთან მორგების, მათში ორიენტირების საშუალებას აძლევს. ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>სურთ სიყვარული და საკუთარი გრძნობების ღიად გამოხატვა. პარტნიორთან არასათანადო მჭიდრო კავშირის უქონლობა ან წარუმატებლობა ცხოვრების მეგზურის ძებნისას მათში დიდ ტკივილსა და იმედგაცრუებას იწვევს. 6 აგვისტოს დაბადებულები უმაღლესი კლასის მეგობრები, მზრუნველი მშობლები არიან.ჯანმრთელობა6 აგვისტოს დაბადებულებს, ჩვეულებრივ, მყარი ჯანმრთელობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ უყვართ საშიში და დაუჯერებელი ექსპერიმენტები, უსიამოვნებებისა და ტრავმების მიღების თავიდან აცილების საოცარი უნარი გააჩნიათ. ისინი აღმერთებენ გემრიელ საჭმელს, რეგულარულ კვებას, მასაჟსა და კარგს სექსს. ასევე უყვართ ფიზიკური ვარჯიშები, სიარული, ცურვა.რჩევა:გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრებაში ხანდახან აუცილებელია კომპრომისზე წასვლა. ამას ცხოვრება მაინც გაიძულებთ, რადგან უდიდესი მოთხოვნილება გაქვთ, იყოთ საყვარელი ადამიანი. ასევე, ისწავლეთ სხვის მდგომარეობაში თავის წარმოდგენა და სიტუაციის სხვა პოზიციიდან შეხედვა.
https://sputnik-georgia.com/20230723/lomi-kaskasa-ambiciuri-zlieri-zogadi-daxasiateba-zodiaqo-280013277.html
https://sputnik-georgia.com/20230729/zodiaqos-nisnebis-sibrzne-280536688.html
https://sputnik-georgia.com/20220622/gamoiyenet-mtvaris-energetika-gasaxdomad-267717115.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23187/35/231873586_525:0:5026:3376_1920x0_80_0_0_f1cd2a5e39d82f7f66b41271cde952c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
6 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 6 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.
მათი სიმბოლოა მზესუმზირა.
ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარებათ, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.
6 აგვისტოს დაბადებულები ნიჭიერი ადამიანები არიან, რომელთაც თავის წარმოჩენა შეუძლიათ თეატრალურ სფეროში, ლიტერატურასა და სპორტშიც კი. არიან პატივმოყვარე, თამამი და ამტანი ადამიანები.
თვითონ მოსიყვარულენი გარშემომყოფებისგან ითხოვენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, პატივისცემას, თუ გარშემომყოფებში საპასუხო გრძნობები ვერ მიიღეს, შეიძლება განცალკევდნენ და საკუთარ თავში ჩაიკეტონ.
6 აგვისტოს დაბადებულები ექსპერიმენტატორები არიან, ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე დაუჯერებელ და ექსტრაორდინარულ სიტუაციებში, აუცილებლად ეჯახებიან საოცარ და წარმოუდგენელ, აუხსნელ, უჩვეულო მოვლენებს. ისინი ან თავად არიან ასეთი ვითარებების ინიციატორები, ან შემთხვევითი მოწმეები. ასეა თუ ისე, ამოუცნობი, საოცარი ამ ადამიანებს ძალიან იზიდავს.
ერთფეროვნება, ჩვეულებრივი, რუტინული საქმიანობა მალე სწყინდებათ. როდესაც სამსახურში ან ოჯახში ასეთ ერთფეროვნებას აწყდებიან, თანდათან მათი მდგომარეობა მძიმდება და ისინი, უბრალოდ, ფანტაზიების სამყაროში გაქცევით შველიან თავს.
ხანდახან არასტაბილურობა დიდი ხნის განმავლობაში მათ ცვლილებებისკენ უბიძგებს, რომ დაადგნენ ახალი აღმოჩენების, გამარჯვებების გზას. ხანდახან ამას ისინი მიჰყავს საკუთარი დანიშნულების გააზრებასთან.
6 აგვისტოს დაბადებულებს არაჩვეულებრივი უნარი აქვთ, უჩვეულო ჩვეულებრივ ვითარებებში აღმოაჩინონ და ამ დროს საოცარ ინტუიციასა და გამჭრიახობას ამჟღავნებენ.
ამ დღეს დაბადებულები გამოირჩევიან მობილური ჭკუა-გონებით, რომელიც მათ ცვლილებთან მორგების, მათში ორიენტირების საშუალებას აძლევს.
სურთ სიყვარული და საკუთარი გრძნობების ღიად გამოხატვა. პარტნიორთან არასათანადო მჭიდრო კავშირის უქონლობა ან წარუმატებლობა ცხოვრების მეგზურის ძებნისას მათში დიდ ტკივილსა და იმედგაცრუებას იწვევს. 6 აგვისტოს დაბადებულები უმაღლესი კლასის მეგობრები, მზრუნველი მშობლები არიან.
6 აგვისტოს დაბადებულებს, ჩვეულებრივ, მყარი ჯანმრთელობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ უყვართ საშიში და დაუჯერებელი ექსპერიმენტები, უსიამოვნებებისა და ტრავმების მიღების თავიდან აცილების საოცარი უნარი გააჩნიათ. ისინი აღმერთებენ გემრიელ საჭმელს, რეგულარულ კვებას, მასაჟსა და კარგს სექსს. ასევე უყვართ ფიზიკური ვარჯიშები, სიარული, ცურვა.
გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრებაში ხანდახან აუცილებელია კომპრომისზე წასვლა. ამას ცხოვრება მაინც გაიძულებთ, რადგან უდიდესი მოთხოვნილება გაქვთ, იყოთ საყვარელი ადამიანი. ასევე, ისწავლეთ სხვის მდგომარეობაში თავის წარმოდგენა და სიტუაციის სხვა პოზიციიდან შეხედვა.