ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliშავი ზღვა მზის ჩასვლისას. ღრუბლიანი ცა
შავი ზღვა მზის ჩასვლისას. ღრუბლიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
გამოწერა
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები ყველაზე ხშირად ხდებიან ცნობილი და პოპულარული ადამიანები, ისინი დიდებისთვის არიან „განწირული“.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად არიან ცნობილი, საჯარო ადამიანები, აქვთ უამრავი ნიჭი, არიან ქარიზმატული.
ლომი
ცნობილი და პოპულარული ადამიანების სიაში პირველი პრეტენდენტი ლომის ნიშანია. ლომებს შორის ყველაზე მეტია ნიჭიერი და სახელგანთქმული პიროვნება, რადგან მათი მფარველი მზეა. ლომებს შესანიშნავად შეუძლიათ საკუთარი თავის წარდგენა; ისინი საინტერესო და მომხიბლავი პიროვნებები არიან. მთავარი ლომისთვის აუდიტორიის პოვნაა, ხოლო რომელ ნიჭს განავითარებს – ეს უკვე მისი გემოვნების საქმეა.
ვერძი
ვერძი დიდებისთვის შექმნილი კიდევ ერთი ნიშანია. მას მზესთან ერთად მარსიც მფარველობს. ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს, თუ სურვილი ექნებათ, დიდების მოხვეჭა თავისუფლად შეუძლიათ; ხოლო გახდნენ თუ არა ცნობილი და პოპულარული – ამას თვითონ წყვეტენ.
საზოგადოება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2020
რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი
მორიელი
მორიელს, რომელიც პლუტონის გავლენას განიცდის, ხალხის შეკავშირება შეუძლია. მას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, ძალზე პოპულარული გახდეს. ის მარტივ რამეს არ შექმნის, თავისი ნამუშევრით სულის სიმებს შეარხევს, გაიძულებთ, ერთდროულად ჯოჯოხეთშიც ამოყოთ თავი და სამოთხეშიც. მორიელის ნიშნის წარმომადგენლები ძალზე ნიჭიერი არიან.
თევზები
თევზებს თქვენი სულის ყველაზე მგრძნობიარე სიმებზე ჩავლება შეუძლიათ. მათ ყოველთვის აქვთ სხვებისთვის რაიმე სათქმელი, რადგან მათი მფარველები პლუტონი და ვენერაა. არიან რომანტიკული, პოეტური და ძალიან სულიერი ადამიანები. თევზებს შორის მრავლადთევზებიაა ცნობილი, ნიჭიერი ადამიანები. არიან შემოქმედებითი პიროვნებები, მაგრამ დიდებისა და სიმდიდრისკენ არასდროს ისწრაფვიან. უბრალოდ, სულის სიღრმეებიდან ქმნიან.
ფილოსოფოსი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მთავარი სიბრძნე
მშვილდოსანი
მშვილდოსნები მაყურებლისა და მსმენელის საყვარელი ხალხია. მათკენ ისწრაფვიან, აქვთ სასიამოვნო ენერგეტიკა, რომელსაც მფარველი იუპიტერი ჩუქნის. ისინი ცნობილი ხდებიან თავიანთი ნიჭით, უნარით – მოიზიდონ ადამიანები და უჩვეულოდ დიდი, ყველასთვის სასიამოვნო ენერგეტიკით.
ყველა ახალი ამბავი
0