როგორ მიმდინარეობს რაჭაში სამაშველო ოპერაცია

  - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, რაშიც 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები არიან ჩართული, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 35 იძებნება. განადგურებულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა.
უწყების ცნობით, დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
მაშველები სტიქიის ზონაში 35 ადამიანს ეძებენ>>
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა... სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან. ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც", – აღნიშულია ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.
ყველა ახალი ამბავი
0