https://sputnik-georgia.com/20230804/---stiqia-rachashi-280904018.html
მაშველები სტიქიის ზონაში 35 ადამიანს ეძებენ
მაშველები სტიქიის ზონაში 35 ადამიანს ეძებენ
Sputnik საქართველო
სტიქიური უბედურების ზონაში ადამიანების ევაკუაციისთვის მაშველები და პოლიცია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენებით ჩაფრინდნენ. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T11:55+0400
2023-08-04T11:55+0400
2023-08-04T18:12+0400
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
მეწყერი რაჭაში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280900550_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_f599d6b0b3e2221f759cfdd32d75092f.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ქართველი მაშველები ამჟამად ეძებენ 35 ადამიანს, რომლებიც მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ კავშირზე არ გამოდიან. განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 35 იძებნება. განადგურებულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილზე საჭირო ტექნიკა მობილიზებულია. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით კიდევ 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" - 598 913 089.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280900550_0:0:1419:1064_1920x0_80_0_0_debbfaeb875d4b226ffe88095a61a102.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, მეწყერი რაჭაში, ახალი ამბები, საქართველო
სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, მეწყერი რაჭაში, ახალი ამბები, საქართველო
მაშველები სტიქიის ზონაში 35 ადამიანს ეძებენ
11:55 04.08.2023 (განახლებულია: 18:12 04.08.2023) სტიქიური უბედურების ზონაში ადამიანების ევაკუაციისთვის მაშველები და პოლიცია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენებით ჩაფრინდნენ.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ქართველი მაშველები ამჟამად ეძებენ 35 ადამიანს, რომლებიც მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ კავშირზე არ გამოდიან. განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 35 იძებნება. განადგურებულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა.
„სამაშველო ოპერაცია შვეულმფრენების გამოყენებით მაშველების უშუალო მონაწილეობით სრული მასშტაბით გრძელდება. რაც შეეხება მათ, ვისთანაც კავშირის დამყარება ვერ ხერხდება, ამ მომენტისთვის ასეთი 35 ადამიანია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქარსელაძემ.
მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილზე საჭირო ტექნიკა მობილიზებულია. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით კიდევ 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" - 598 913 089.