https://sputnik-georgia.com/20230804/premieris-xelmzrvanelobit-rawasi-sagangebostabis-sxdoma-mimdinareobs-280906068.html
სტიქია რაჭაში - პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს
სტიქია რაჭაში - პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
მასმედიისთვის განცხადებების გაკეთებას მთავრობის წევრები სხდომის დასრულების შემდეგ გეგმავენ. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T12:52+0400
2023-08-04T12:52+0400
2023-09-14T15:14+0400
შემთხვევები საქართველოში
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962253_211:195:959:616_1920x0_80_0_0_f38efaa70b97cc6e3dea9fe019d6b8ea.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. მედიის ცნობით, საგანგებო შტაბის სხდომას ესწრებიან ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე. სავარაუდოდ, მასმედიისთვის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით15:00 საათზე ჩამოწვა. ამჟამად დადასტურებულია ექვსი ადამიანის დაღუპვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. აქტიურად სრულდება საევაკუაციო რეისები. მაშველები სტიქიის ზონაში 35 ადამიანს ეძებენ>>კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ გამოყვანილია 210 ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, ვერ პოულობენ 35 ადამიანს. გუშინ ვერ უკავშირდებოდნენ 50 ადამიანს. შოვში მომხდარ სტიქიას პატრიარქი გამოეხმაურა>>სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962253_308:171:989:682_1920x0_80_0_0_4fa135aaa1cc8bb8e08672c7d8746c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
შემთხვევები საქართველოში, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
სტიქია რაჭაში - პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს
12:52 04.08.2023 (განახლებულია: 15:14 14.09.2023) მასმედიისთვის განცხადებების გაკეთებას მთავრობის წევრები სხდომის დასრულების შემდეგ გეგმავენ.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, საგანგებო შტაბის სხდომას ესწრებიან ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.
სავარაუდოდ, მასმედიისთვის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით15:00 საათზე ჩამოწვა. ამჟამად დადასტურებულია ექვსი ადამიანის დაღუპვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. აქტიურად სრულდება საევაკუაციო რეისები.
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ გამოყვანილია 210 ადამიანი.
ბოლო ინფორმაციით, ვერ პოულობენ 35 ადამიანს. გუშინ ვერ უკავშირდებოდნენ 50 ადამიანს.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.