შოვში მომხდარ სტიქიას პატრიარქი გამოეხმაურა

© courtesy of Mamuka Bakhtadzeკათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
ილია მეორე მოუწოდებს მორწმუნეებს, ილოცონ რაჭაში სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანებისთვის.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო“, – ნათქვამია უწმინდესის და უნეტარესის მიმართვაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია, აღნიშნულია მიმართვაში.
შოვში ადამიანების ევაკუაცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
მაშველები სტიქიის ზონაში 35 ადამიანს ეძებენ
„ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა” ამინ! ასევე ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალმუნი“, – ნათქვამია მიმართვაში.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ამჟამად დადასტურებულია ექვსი ადამიანის დაღუპვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები.
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ გამოყვანილია 210 ადამიანი.
ადამიანების ევაკუაცია შოვიდან - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
სამწუხაროდ, ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა - დეპუტატი შოვის სტიქიაზე
ბოლო ინფორმაციით, ვერ პოულობენ 35 ადამიანს. გუშინ ვერ უკავშირდებოდნენ 50 ადამიანს.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.
ყველა ახალი ამბავი
0