მეწყერი რაჭაში: სამაშველო სამუშაოებში კინოლოგები და 400-მდე მაშველია ჩართული

© Ministry of Internal Affairs of Georgiaადამიანების ევაკუაცია შოვიდან
ადამიანების ევაკუაცია შოვიდან - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. რაჭაში, კურორტ შოვში, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა, სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში კინოლოგები და დაახლოებით 400 მაშველი მონაწილეობს.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ორი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. ამ დროისათვის უსაფრთხო ადგილზე 210 ადამიანი გამოიყვანეს.
სამაშველო სამუშაოები დილის 6 საათზე განახლდა. ადგილზე დამატებით სამაშველო ჯგუფები გაემგზავრნენ და მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკაც.
მეწყერი რაჭაში: უბედურების ზონიდან კიდევ 140 ადამიანია ევაკუირებული>>
სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის კინოლოგების ჯგუფიც ჩაერთო, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ. ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.
ბოლო ინფორმაციით, ვერ პოულობენ 35 ადამიანს. გუშინ ვერ უკავშირდებოდნენ 50 ადამიანს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს "ცხელი ხაზი" – 598 913 089.
ყველა ახალი ამბავი
0