https://sputnik-georgia.com/20230804/mewyeri-rawasi-ubedurebis-zonidan-kidev-140-adamiania-evakuirebuli-280899031.html
მეწყერი რაჭაში: უბედურების ზონიდან კიდევ 140 ადამიანია ევაკუირებული
მეწყერი რაჭაში: უბედურების ზონიდან კიდევ 140 ადამიანია ევაკუირებული
Sputnik საქართველო
უკვე შესრულდა ცხრა საევაკუაციო რეისი. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T10:12+0400
2023-08-04T10:12+0400
2023-08-04T16:00+0400
სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები
რაჭა-ლეჩხუმი
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
საზოგადოება
მეწყერი რაჭაში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280891621_0:24:1600:924_1920x0_80_0_0_d5838d70955519ad64defc95f0a9369a.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა – ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ბავშვები, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2". მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ორი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. უკვე შესრულებულია ცხრა საევაკუაციო რეისი. ბოლო ინფორმაციით, დაკარგული 50-დან ექვსი იპოვეს. ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან. დანარჩენებთან კავშირი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მეწყერი რაჭაში: სტიქიის ზონაში დამატებით 15 სამაშველო ჯგუფი ჩავიდა>>სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება მუდმივად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280891621_127:0:1600:1105_1920x0_80_0_0_8aaadee86ad2d932b59db46ab42184c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, მეწყერი რაჭაში
სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, მეწყერი რაჭაში
მეწყერი რაჭაში: უბედურების ზონიდან კიდევ 140 ადამიანია ევაკუირებული
10:12 04.08.2023 (განახლებულია: 16:00 04.08.2023) უკვე შესრულდა ცხრა საევაკუაციო რეისი.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა – ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ბავშვები, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ორი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. უკვე შესრულებულია ცხრა საევაკუაციო რეისი.
ბოლო ინფორმაციით, დაკარგული 50-დან ექვსი იპოვეს. ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან. დანარჩენებთან კავშირი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება მუდმივად მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.