მეწყერი რაჭაში: სტიქიის ზონაში დამატებით 15 სამაშველო ჯგუფი ჩავიდა

© Municipality of Oni Cityმეწყერი რაჭაში
მეწყერი რაჭაში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
სამაშველო ჯგუფების გარდა, ხდება სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა, დამატებით 15 სამაშველო ჯგუფი ჩავიდა, იუწყება „პირველი არხი“.
მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა, ორი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. ადამიანების ევაკუაციისთვის მაშველები და პოლიცია სტიქიური უბედურების ადგილზე შსს-ს სასაზღვრო ვერტმფრენებით გადაფრინდნენ.
ადგილზე ასევე გრძელდება სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.
სამაშველო სამუშაოებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
მეწყერი რაჭაში – შოვი მოწყვეტილია გარე სამყაროს, ყველა ტურისტული ობიექტი დანგრეულია>>
ამჟამად150-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც მეწყრის დროს შოვში იმყოფებოდნენ, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. დილიდან მათ ვერტმფრენებით გაიყვანენ.
კავშირი არ იყო 50-მდე ადამიანთან, თუმცა მათგან ექვსთან დაკავშირება მოგვიანებით მოხერხდა, განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
შოვში მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა და კურორტი გარე სამყაროს მოწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0