https://sputnik-georgia.com/20230804/medikamentebis-raodenoba-referentuli-fasebit-gaizarda-280895245.html
რეფერენტული ფასების მქონე მედიკამენტების სია გაიზარდა
რეფერენტული ფასების მქონე მედიკამენტების სია გაიზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოში 2023 წლის იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T10:11+0400
2023-08-04T10:11+0400
2023-08-04T15:58+0400
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ზურაბ აზარაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24172/10/241721029_0:6:2000:1131_1920x0_80_0_0_ccacdac5f8ccf5d3f925d320aedcc942.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფომ რეფერენტული ფასები შემოიღო, თითქმის 900-ით გაიზარდა და ამჟამად სიაში 2.313 დასახელებაა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.ამჟამად რეფერენტული ფასები ვრცელდება პრეპარატებზე, რომლებიც განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.წამლების ჩამონათვალს რეფერენტული ფასებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.საქართველოში გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.რატომ არის საქართველოში ფასების მინიმალური ზრდა – ეკონომიკის სამინისტროს პასუხი>>რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.სახელმწიფო ახალი თაობის მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს>>მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24172/10/241721029_212:0:1989:1333_1920x0_80_0_0_135d5cf728884c723677de5ac487e9cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ზურაბ აზარაშვილი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ზურაბ აზარაშვილი
რეფერენტული ფასების მქონე მედიკამენტების სია გაიზარდა
10:11 04.08.2023 (განახლებულია: 15:58 04.08.2023) საქართველოში 2023 წლის იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფომ რეფერენტული ფასები შემოიღო, თითქმის 900-ით გაიზარდა და ამჟამად სიაში 2.313 დასახელებაა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“
გამოქვეყნდა.
ამჟამად რეფერენტული ფასები ვრცელდება პრეპარატებზე, რომლებიც განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
წამლების ჩამონათვალს რეფერენტული ფასებით შეგიძლიათ
გაეცნოთ ბმულზე.საქართველოში გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.