https://sputnik-georgia.com/20230804/ekonomikis-saministro-ratom-aris-saqartvelosi-fasebis-minimaluri-zrda-280889358.html
რატომ არის საქართველოში ფასების მინიმალური ზრდა - ეკონომიკის სამინისტროს პასუხი
რატომ არის საქართველოში ფასების მინიმალური ზრდა - ეკონომიკის სამინისტროს პასუხი
Sputnik საქართველო
საქართველოში ფასები მცირდება ისეთ საბაზისო საქონელზე, როგორიცაა საწვავი და მედიკამენტები, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T09:47+0400
2023-08-04T09:47+0400
2023-08-04T15:47+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280786999_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_c82b36534a00ffd211063c1eceb350a3.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ფასების შემცირება საბაზისო პროდუქციაზე საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკით არის განპირობებული, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.წლიურმა ინფლაციამ ივლისში 0,3% შეადგინა. ამასთან, ფასები შემცირდა ჯანდაცვის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში, ხოლო პროდუქტების ფასების ზრდა მინიმალური აღმოჩნდა.საქართველოს მთავრობამ ბოლო დროს ფასების პოლიტიკის საკითხი კონტროლზე აიყვანა. კერძოდ, მუდმივად ტარდება ფასების მონიტორინგი საწვავზე, დაწესებულია რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე და ა.შ.ამავე დროს ეროვნული ბანკი, დადებითი პროგნოზების ფონზე, ინფლაციური ტენდენციების მაღალ გაურკვევლობაზე საუბრობს. ამიტომ რეგულატორმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.ეროვნული ბანკი: 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება>>მარეგულირებელმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით მიმდინარე წლის მაისში შეამცირა. 2 აგვისტოს კი ეროვნულმა ბანკმა მისი კიდევ 0,25%-ით, 10,25%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ ეკონომიკური ზრდა შედარებით მაღალი დარჩება ძლიერი მოთხოვნის ფონზე, ეს ინფლაციაზე დამატებით ზეწოლას შექმნის. ამასთან, რეგულატორმა ეკონომიკის წლიური ზრდის პროგნოზი 2022 წელთან შედარებით 5%-დან 6%-მდე გაზარდა.რეგულატორის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უახლოეს თვეებში მიზნობრივ მაჩვენებელზე – 3%-ზე ქვემოთ დარჩება და მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში დაუახლოვდება მიზნობრივს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280786999_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_bd19c532277951f3e1bde5734466665f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო
რატომ არის საქართველოში ფასების მინიმალური ზრდა - ეკონომიკის სამინისტროს პასუხი
09:47 04.08.2023 (განახლებულია: 15:47 04.08.2023) საქართველოში ფასები მცირდება ისეთ საბაზისო საქონელზე, როგორიცაა საწვავი და მედიკამენტები, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ფასების შემცირება საბაზისო პროდუქციაზე საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკით არის განპირობებული, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
წლიურმა ინფლაციამ ივლისში 0,3% შეადგინა. ამასთან, ფასები შემცირდა ჯანდაცვის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში, ხოლო პროდუქტების ფასების ზრდა მინიმალური აღმოჩნდა.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფასების შემცირება ფიქსირდება საბაზისო მოხმარების ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის საწვავი, მედიკამენტები. ასევე შემცირება ფიქსირდება სურსათის ფართო მოხმარებად პროდუქტებზე, როგორიცაა მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი და ა.შ. ინფლაციის შემცირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად და ასევე იმ... ღონისძიებების შედეგად, რაც საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში გაატარა“, – განაცხადა ცინცაძემ.
საქართველოს მთავრობამ ბოლო დროს ფასების პოლიტიკის საკითხი კონტროლზე აიყვანა. კერძოდ, მუდმივად ტარდება ფასების მონიტორინგი საწვავზე, დაწესებულია რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე და ა.შ.
ამავე დროს ეროვნული ბანკი, დადებითი პროგნოზების ფონზე, ინფლაციური ტენდენციების მაღალ გაურკვევლობაზე საუბრობს. ამიტომ რეგულატორმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მარეგულირებელმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით მიმდინარე წლის მაისში შეამცირა. 2 აგვისტოს კი ეროვნულმა ბანკმა მისი კიდევ 0,25%-ით, 10,25%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ ეკონომიკური ზრდა შედარებით მაღალი დარჩება ძლიერი მოთხოვნის ფონზე, ეს ინფლაციაზე დამატებით ზეწოლას შექმნის. ამასთან, რეგულატორმა ეკონომიკის წლიური ზრდის პროგნოზი 2022 წელთან შედარებით 5%-დან 6%-მდე გაზარდა.
რეგულატორის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უახლოეს თვეებში მიზნობრივ მაჩვენებელზე – 3%-ზე ქვემოთ დარჩება და მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში დაუახლოვდება მიზნობრივს.