ეროვნული ბანკი: 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
მაღალი ეკონომიკური ზრდის მიზეზად ნათია თურნავამ ორი ძირითადი ფაქტორი – ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა დაასახელა.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-დან 6%-მდე გაზარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
11 მაისს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 2022 წელთან შედარებით 5%-მდე გაზარდა. თავდაპირველად ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებდა, რომ საქართველოს მშპ 4%-ით გაიზრდებოდა.

„ჩვენ უფრო კონსერვატულები ვართ შეფასებაში და მინიმუმ 6%-იან ზრდას ველოდებით, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალიც იყოს", – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკისადმი ფრთხილ მიდგომას, რადგანაც მაღალმა სამომხმარებლო ზრდამ, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს ფასებზე და გამოიწვიოს მათი ზრდა.
ფინანსთა სამინისტრო წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს>>>
რაც შეეხება მაღალი ეკონომიკური ზრდის მიზეზებს, თურნავამ ორი ძირითადი ფაქტორი დაასახელა.
„ჩვენ განვახორციელეთ მიმდინარე ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის დეკომპოზიცია და სურათი ასეთია: განმსაზღვრელი ორი კომპონენტია – ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა, ანუ ექსპორტი", – განაცხადა თურნავამ.
2023 წლის ივნისში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,7% შეადგინა.
მიმდინარე წლის მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0