https://sputnik-georgia.com/20230802/finansta-saministro-wlis-meore-naxevarsi-ekonomikis-zrdis-maral-temps-prognozirebs-280761943.html
ფინანსთა სამინისტრო წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს
ფინანსთა სამინისტრო წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს
Sputnik საქართველო
რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ივნისში 7,7% შეადგინა. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T14:47+0400
2023-08-02T14:47+0400
2023-08-02T18:41+0400
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24188/90/241889038_0:159:2048:1312_1920x0_80_0_0_05f9f6e7e22fca944443065add26f731.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპები 2023 წლის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით, შეიძლება უფრო მაღალიც კი იყოს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,7% შეადგინა. 2023 წლის იანვარი–ივნისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში – 7,4%. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,1% იყო. „საქსტატის" მონაცემებით, 2023 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების სექტორებში. საქართველოს ეკონომიკა დამაჯერებლად იზრდება - ახალი სტატისტიკა>>2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24188/90/241889038_567:145:1900:1145_1920x0_80_0_0_58bedc0e2512767d1e646e50b32e5013.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ფინანსთა სამინისტრო წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს
14:47 02.08.2023 (განახლებულია: 18:41 02.08.2023) რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ივნისში 7,7% შეადგინა.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპები 2023 წლის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით, შეიძლება უფრო მაღალიც კი იყოს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,7% შეადგინა. 2023 წლის იანვარი–ივნისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში – 7,4%.
„ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარი ასევე წარმატებული იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. არ არის გამორიცხული, გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი დაფიქსირდეს, ვიდრე წლის პირველ ნახევარში, რომელიც უკვე ფაქტად გვაქვს დაფიქსირებული", – განაცხადა დუნდუამ.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,1% იყო.
„საქსტატის" მონაცემებით, 2023 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების სექტორებში.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.