https://sputnik-georgia.com/20230802/reformebi-saqartvelosi-se-280763759.html
რეფორმები საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩა - დეპუტატი ევროკავშირის ანგარიშზე
რეფორმები საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩა - დეპუტატი ევროკავშირის ანგარიშზე
Sputnik საქართველო
ევროკავშირის შეფასება შესაბამისი და პოზიტიურია, აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T15:09+0400
2023-08-02T15:09+0400
2023-08-02T18:56+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ადამიანის უფლებები საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269146043_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_e625f31f902988df3afc1f9eafc4db0f.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია ინსტიტუციური დემოკრატიის აშენების მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის ჩათვლით, და ქვეყანა წინსვლას განაგრძობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ. ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ნათქვამია, რომ საქართველოში მთლიანობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი სისტემა არსებობს კანონმდებლობისა და პოლიტიკის ჩათვლით, რაც შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. თუმცა, ძალისხმევაა საჭირო სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება შედეგებით უნდა დაკმაყოფილდეს და არ ჰქონდეს მიღწეულის განმტკიცების სამომავლო ხედვა. სარჯველაძის თქმით, როდესაც აქცენტი კეთდება ანტიკორუფციულ მიმართულებაზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო თავისი მაჩვენებლებით ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფოა. კერძოდ, საქართველოს, მდგრადი სისტემის არსებობის წყალობით, უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, აღნიშნა დეპუტატმა.პრემიერი: საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება>> „ვერ დავარქმევდი, რომ ამ ნაწილში შენიშვნაა. ალბათ გამოყოფილია პრიორიტეტული მიმართულება, რა თვალსაზრისით უნდა გააგრძელოს სახელმწიფომ მუშაობა. სახელმწიფომ სვლა იმ მიმართულებით უნდა გააგრძელოს, საითაც აქამდე მოძრაობდა", – აღნიშნა სარჯველაძემ. საქართველოში მუშაობისას ევროკავშირი ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ევროკავშირის მოქმედებათა გეგმით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020-2024 წლებში. ევროკავშირის ანგარიში დეტალურად იხილეთ ბმულზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269146043_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_0c1158f5cf59f6532749752442ae9013.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ადამიანის უფლებები საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ადამიანის უფლებები საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა
რეფორმები საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩა - დეპუტატი ევროკავშირის ანგარიშზე
15:09 02.08.2023 (განახლებულია: 18:56 02.08.2023) ევროკავშირის შეფასება შესაბამისი და პოზიტიურია, აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია ინსტიტუციური დემოკრატიის აშენების მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის ჩათვლით, და ქვეყანა წინსვლას განაგრძობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ.
ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ნათქვამია, რომ საქართველოში მთლიანობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი სისტემა არსებობს კანონმდებლობისა და პოლიტიკის ჩათვლით, რაც შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. თუმცა, ძალისხმევაა საჭირო სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.
„ხელისუფლება რეფორმებს ატარებს და ეს შეუმჩნეველი არ დარჩა ევროკავშირს. დაფასება შესაბამისი და პოზიტიურია, რომ ქვეყანას აქვს გამართული სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის სექტორში. ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის მიმართულებით საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით", – განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება შედეგებით უნდა დაკმაყოფილდეს და არ ჰქონდეს მიღწეულის განმტკიცების სამომავლო ხედვა.
სარჯველაძის თქმით, როდესაც აქცენტი კეთდება ანტიკორუფციულ მიმართულებაზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო თავისი მაჩვენებლებით ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფოა. კერძოდ, საქართველოს, მდგრადი სისტემის არსებობის წყალობით, უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, აღნიშნა დეპუტატმა.
„ვერ დავარქმევდი, რომ ამ ნაწილში შენიშვნაა. ალბათ გამოყოფილია პრიორიტეტული მიმართულება, რა თვალსაზრისით უნდა გააგრძელოს სახელმწიფომ მუშაობა. სახელმწიფომ სვლა იმ მიმართულებით უნდა გააგრძელოს, საითაც აქამდე მოძრაობდა", – აღნიშნა სარჯველაძემ.
საქართველოში მუშაობისას ევროკავშირი ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ევროკავშირის მოქმედებათა გეგმით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020-2024 წლებში.
ევროკავშირის ანგარიში დეტალურად
იხილეთ ბმულზე.