https://sputnik-georgia.com/20230724/--------280245195.html
პრემიერი: საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება
პრემიერი: საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების... 24.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-24T21:20+0400
2023-07-24T21:20+0400
2023-08-28T12:14+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546075_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_a65457e0be5c9fb78b67a084dd935dfe.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველო 2023 წლის დეკემბერში ელოდება გატარებული რეფორმების დამსახურებულ აღიარებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში გამართულ პრესკონფერენციაზე.პრესკონფერენცია ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის განმავლობაში ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ხორვატიაში.ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ასოცირების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. 2017 წლის 28 მარტიდან კი ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის საქმეში და ჩვენ ვხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.ისტორიული ვიზიტი და პირველი საელჩო – საქართველო და ხორვატია კავშირებს განამტკიცებენ>>>პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ასრულებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელ პირობებს. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა.„ერთ წელზე მეტი გავიდა ამ ისტორიული გადაწყვეტილებიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით... მიმდინარე წლის დეკემბერში ველით სამართლიან, სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება", – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის დამსახურებული აღიარება.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო სრულად აცნობიერებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა.„ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამოწვევების მოგვარების საქმეში, რადგან რეგიონული ენერგოტრანზიტის, საქონლის ტრანსპორტირებისა და ციფრული კავშირების პოტენციალი გააჩნია. პაპუაშვილი: უკრაინას არ აქვს უფლება საქართველოს მორალური პედესტალიდან ესაუბროს>>>ამასთან, პრემიერმა აღნიშნა ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის („შუა დერეფანი") მნიშვნელობა, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთზე და შემდეგ – ევროპის ქვეყნებში.მან ასევე ისაუბრა შავი ზღვის გავლით პირდაპირი საბორნე გადაადგილების მნიშვნელობაზე. 2023 წლის ივნისის ბოლოს საქართველოსა და რუმინეთს შორის რეგულარული საბორნე მიმოსვლა ამოქმედდა.პრემიერმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის მნიშვნელობაზე, რომლითაც საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია ევროპაში გავა. 2022 წლის დეკემბერში შესაბამის ხელშეკრულებას აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა მოაწერეს ხელი.კიდევ ერთი სამომავლო პროექტია შავი ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად რეგიონში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546075_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_ff79680d687ef505895b9d4ffc83dba9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება
21:20 24.07.2023 (განახლებულია: 12:14 28.08.2023) ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებას.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველო 2023 წლის დეკემბერში ელოდება გატარებული რეფორმების დამსახურებულ აღიარებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრესკონფერენცია ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის განმავლობაში ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ხორვატიაში.
„იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში, და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე როდისმე ვყოფილვართ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ასოცირების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. 2017 წლის 28 მარტიდან კი ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის საქმეში და ჩვენ ვხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ასრულებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელ პირობებს. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა.
„ერთ წელზე მეტი გავიდა ამ ისტორიული გადაწყვეტილებიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით... მიმდინარე წლის დეკემბერში ველით სამართლიან, სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის დამსახურებული აღიარება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო სრულად აცნობიერებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა.
„ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამოწვევების მოგვარების საქმეში, რადგან რეგიონული ენერგოტრანზიტის, საქონლის ტრანსპორტირებისა და ციფრული კავშირების პოტენციალი გააჩნია.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის („შუა დერეფანი") მნიშვნელობა, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთზე და შემდეგ – ევროპის ქვეყნებში.
მან ასევე ისაუბრა შავი ზღვის გავლით პირდაპირი საბორნე გადაადგილების მნიშვნელობაზე. 2023 წლის ივნისის ბოლოს საქართველოსა და რუმინეთს შორის რეგულარული საბორნე მიმოსვლა ამოქმედდა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის მნიშვნელობაზე, რომლითაც საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია ევროპაში გავა. 2022 წლის დეკემბერში შესაბამის ხელშეკრულებას აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა მოაწერეს ხელი.
კიდევ ერთი სამომავლო პროექტია შავი ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად რეგიონში.