https://sputnik-georgia.com/20230724/istoriuli-viziti-pirveli-saelco-raribasvili-xorvatiasi-280229492.html
ისტორიული ვიზიტი და პირველი საელჩო - საქართველო და ხორვატია კავშირებს განამტკიცებენ
ისტორიული ვიზიტი და პირველი საელჩო - საქართველო და ხორვატია კავშირებს განამტკიცებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ხორვატიის მხრიდან ევროკავშირის გზაზე აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი აქვს. 24.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-24T18:48+0400
2023-07-24T18:48+0400
2023-07-24T22:36+0400
პოლიტიკა
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ხორვატია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280222778_109:194:1280:853_1920x0_80_0_0_1184369fae09d75fa076b27044c1bac6.jpg
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და კონფლიქტი უკრაინაში საქართველოსა და ხორვატიის მთავრობების მეთაურთა – ირაკლი ღარიბაშვილისა და ანდრეა პლენკოვიჩის ზაგრებში შეხვედრის მთავარი თემები იყო.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხორვატიაში პირველი ვიზიტის მსვლელობისას, ორშაბათს ქვეყანაში საქართველოს საელჩოს იხსნება. 2007–2010 წლებში ხორვატიას საბერძნეთში გახსნილი საქართველოს საელჩო ემსახურებოდა, ხოლო 2010 წლიდან – საელჩო უნგრეთში. ხორვატიასაც არა აქვს საელჩო საქართველოში – ქვეყანა საბერძნეთში საელჩოთი სარგებლობს.ასეთი ისტორიული მოვლენები, როგორიცაა საქართველოს პრემიერის პირველი ვიზიტი ხორვატიაში და პირველი საელჩოს გახსნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ წელს ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ, აღნიშნეს ორი ქვეყნის ლიდერებმა პრესკონფერენციაზე.მან აღნიშნა, რომ გეოგრაფიისა და მოსახლეობის მხრივ ხორვატიასა და საქართველოს შორის მსგავსებაა და დაამატა, რომ ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში.პლენკოვიჩის განცხადებით, ხორვატია მზადაა გაუზიაროს საქართველოს თავისი გამოცდილება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.„ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევროდირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.ხორვატია ნატოს წევრი 2009 წელს გახდა, ხოლო ევროკავშირის – 2013 წელს. ქვეყანა შენგენის ზონასა და ევროზონას 2023 წელს შეუერთდა.პლენკოვიჩმა აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და გამოითქვა მზადყოფნა, მიეცეს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუ შესრულდება 12 პირობა.საქართველო რეფორმების კუთხით მოლდოვასა და უკრაინას უსწრებს - პრემიერ-მინისტრი>>„მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერმა და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ წაიწევს.მისი თქმით, ხორვატია კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამბიციური გეგმების რეალიაციისთვის რეფორმების გატარების კუთხით.საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებზე საუბრისას ხორვატიის პრემიერმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ვითარება და ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით „ძალზე სენსიტიურია“.რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, პლენკოვიჩის თქმით, ღარიბაშვილის ვიზიტი ზაგრებში ამ კავშირების გაუმჯობესებისთვის იქნება გამოყენებული.„ხორვატია და საქართველო გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერმა.ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: ბრიუსელში საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს>>მისი თქმით, ხორვატია დაინტერესებულია საქართველოდან იმპორტის ზრდითა და საქართველოში უფრო მეტი ხორვატიის კომპანიების გახსნით.პლენკოვიჩმა აღნიშნა, რომ ხორვატიის ეკონომიკა შვიდ წელიწადში 22%-ით გაიზარდა და ახლა ქვეყნის მშპ 66 მლრდ დოლარს შეადგენს.მან განაცხადა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას მას მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და „ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინისა და შავი ზღვის მიმართულებით“.თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ხორვატია ახლო მეგობარი და საიმედო პარტნიორია.საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს საელჩოს გახსნა ხორვატიაში.„ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზე მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში... ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.პრემიერმა გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, კულტურული და ტერიტორიული მსგავსება მრავალი მიმართულებით შეიტანს დადებით წვლილს სახელმწიფოებს შორის კავშირების გაღრმავებაში, გაძლიერებაში, ხალხთა შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებაში.საქართველოს სურს ევროზონის ნაწილი გახდეს>>ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ძალიან აფასებს ხორვატიის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ასევე იმედი აქვს ევროკავშირის გზაზე მხარდაჭერისა.„ამ გზაზე თქვენი შემდგომი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს. განსაკუთრებით მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ პლენკოვიჩის ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.მან განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წარმატებები რეფორმების პროცესში, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის საქმეში და ვხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობები შეასრულოს.პრემიერი: საქართველო დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს გადის>>საქართველოს გზა ევროკავშირისკენ2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.ევროკომისიის მიერ 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ მთლიანად შეასრულა სამი პირობა, ნაწილობრივ - შვიდი, შეზღუდული პროგრესია მიღწეული ერთ პუნქტში და საერთოდ არ არის პროგრესი „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.ამავდროულად მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად.
საქართველო
ხორვატია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280222778_13:241:803:833_1920x0_80_0_0_a39d62eeb0bd83bd176e706e1f89c70e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ხორვატია
პოლიტიკა, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ხორვატია
ისტორიული ვიზიტი და პირველი საელჩო - საქართველო და ხორვატია კავშირებს განამტკიცებენ
18:48 24.07.2023 (განახლებულია: 22:36 24.07.2023) საქართველოს ხორვატიის მხრიდან ევროკავშირის გზაზე აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი აქვს.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და კონფლიქტი უკრაინაში საქართველოსა და ხორვატიის მთავრობების მეთაურთა – ირაკლი ღარიბაშვილისა და ანდრეა პლენკოვიჩის ზაგრებში შეხვედრის მთავარი თემები იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხორვატიაში პირველი ვიზიტის მსვლელობისას, ორშაბათს ქვეყანაში საქართველოს საელჩოს იხსნება. 2007–2010 წლებში ხორვატიას საბერძნეთში გახსნილი საქართველოს საელჩო ემსახურებოდა, ხოლო 2010 წლიდან – საელჩო უნგრეთში. ხორვატიასაც არა აქვს საელჩო საქართველოში – ქვეყანა საბერძნეთში საელჩოთი სარგებლობს.
ასეთი ისტორიული მოვლენები, როგორიცაა საქართველოს პრემიერის პირველი ვიზიტი ხორვატიაში და პირველი საელჩოს გახსნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ წელს ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ, აღნიშნეს ორი ქვეყნის ლიდერებმა პრესკონფერენციაზე.
„დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას... ვისაუბრეთ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.
მან აღნიშნა, რომ გეოგრაფიისა და მოსახლეობის მხრივ ხორვატიასა და საქართველოს შორის მსგავსებაა და დაამატა, რომ ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში.
პლენკოვიჩის განცხადებით, ხორვატია მზადაა გაუზიაროს საქართველოს თავისი გამოცდილება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.
„ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევროდირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.
ხორვატია ნატოს წევრი 2009 წელს გახდა, ხოლო ევროკავშირის – 2013 წელს. ქვეყანა შენგენის ზონასა და ევროზონას 2023 წელს შეუერთდა.
პლენკოვიჩმა აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და გამოითქვა მზადყოფნა, მიეცეს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუ შესრულდება 12 პირობა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერმა და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ წაიწევს.
მისი თქმით, ხორვატია კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამბიციური გეგმების რეალიაციისთვის რეფორმების გატარების კუთხით.
საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებზე საუბრისას ხორვატიის პრემიერმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ვითარება და ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით „ძალზე სენსიტიურია“.
რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, პლენკოვიჩის თქმით, ღარიბაშვილის ვიზიტი ზაგრებში ამ კავშირების გაუმჯობესებისთვის იქნება გამოყენებული.
„ხორვატია და საქართველო გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერმა.
მისი თქმით, ხორვატია დაინტერესებულია საქართველოდან იმპორტის ზრდითა და საქართველოში უფრო მეტი ხორვატიის კომპანიების გახსნით.
პლენკოვიჩმა აღნიშნა, რომ ხორვატიის ეკონომიკა შვიდ წელიწადში 22%-ით გაიზარდა და ახლა ქვეყნის მშპ 66 მლრდ დოლარს შეადგენს.
მან განაცხადა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას მას მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და „ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინისა და შავი ზღვის მიმართულებით“.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ხორვატია ახლო მეგობარი და საიმედო პარტნიორია.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ხორვატიასთან ურთიერთობას, ეს არის სამაგალითო სახელმწიფო საქართველოსთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ხორვატიამ საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირები სისრულეში მოიყვანა, როდესაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს საელჩოს გახსნა ხორვატიაში.
„ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზე მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში... ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, კულტურული და ტერიტორიული მსგავსება მრავალი მიმართულებით შეიტანს დადებით წვლილს სახელმწიფოებს შორის კავშირების გაღრმავებაში, გაძლიერებაში, ხალხთა შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებაში.
ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ძალიან აფასებს ხორვატიის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ასევე იმედი აქვს ევროკავშირის გზაზე მხარდაჭერისა.
„ამ გზაზე თქვენი შემდგომი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს. განსაკუთრებით მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ პლენკოვიჩის ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წარმატებები რეფორმების პროცესში, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის საქმეში და ვხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობები შეასრულოს.
საქართველოს გზა ევროკავშირისკენ
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ევროკომისიის მიერ 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ მთლიანად შეასრულა სამი პირობა, ნაწილობრივ - შვიდი, შეზღუდული პროგრესია მიღწეული ერთ პუნქტში და საერთოდ არ არის პროგრესი „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
ამავდროულად მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად.