საქართველოს სურს ევროზონის ნაწილი გახდეს

© National Bank of Georgiaნათია თურნავა ევროპის ცენტრალური ბანკის კონფერენციაზე
ნათია თურნავა ევროპის ცენტრალური ბანკის კონფერენციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2023
გამოწერა
საქართველომ დაუახლოვა თავისი კანონები ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებს, რაც SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობაა, განაცხადა ნათია თურნავამ.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს სურს გახდეს ევრო გადახდების ერთიანი სივრცის (SEPA) ნაწილი, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავა მონაწილეობს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში "გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება-ეკონომიკური შედეგები ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში".
„საქართველო ევრო გადახდების ერთიან სივრცეში (SEPA) გაერთიანებისკენ ისწრაფვის. ამ ინიციატივას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ის ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ფინანსური სერვისის მომხმარებლებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, საქართველომ დააჩქარა საკანონმდებლო პროცედურები და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისი გახადა.
„ჩვენი კანონები ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებს დავუახლოვეთ, რაც SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობაა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
გარდა ამისა, ნათია თურნავამ ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობას.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე - პოლიტიკოსების რეაქცია>>>
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ყველა ახალი ამბავი
0