https://sputnik-georgia.com/20220815/evrokavsiris-angarisi-saqartveloze-politikosebis-reaqcia-269450357.html
ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე - პოლიტიკოსების რეაქცია
ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე - პოლიტიკოსების რეაქცია
Sputnik საქართველო
ოპოზიციის აზრით, ევროკომისიის ანგარიში იმის დასტურია, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია. 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T16:34+0400
2022-08-15T16:34+0400
2022-08-15T21:03+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269202690_0:313:3077:2044_1920x0_80_0_0_27528793902626b8593ba99056b3305e.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ოპოზიციისგან განსხვავებით, საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე განგაშის საფუძველს ვერ ხედავს.ყოველწლიური ანგარიში ევროკავშირი–საქართველოს ასოციაციის საბჭოს სხდომამდე ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს გამოწვევები ემუქრებოდა საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების შერყევას, გაუარესდა ვითარება კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. იქვე აღნიშნულია, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოში კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.„წლის ბოლოს ჩვენ, როცა შევასრულებთ ამ 12 პუნქტს, ის წუხილები გარკვეული მიმართულებებით ნიველირდება და გაქარწყლდება“, – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი ცაგარეიშვილმა.კობახიძე: ევროკავშირის პირობების შესასრულებლად ქვეყანაში ერთი ხელისუფლება და ერთი ფორმატია>>მან ასევე აღნიშნა, რომ შენიშვნების გარდა ანგარიშში ნათქვამია წარმატებებზეც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.„ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს... ეს ილუზიები არავის აქვს“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ანგარიშში ახალი არაფერი წერია, ხოლო რაც წერია, კიდევ რბილად არის ნათქვამი.მისი თქმით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.„დოკუმენტში, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ არის ნაჩვენები, რომ ყველა ძირეული მიმართულებით საქართველოს სახელმწიფოს აქვს ჩავარდნები და არათუ გაჩერებულია რეფორმები, არამედ გვაქვს უკუსვლა მთელი რიგი მიმართულებებით“, – განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“ სერგო ჩიხლაძემ.ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მთლიანობაში ეროვნული კანონმდებლობის მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი ზონის შეთანხმების ფარგლებში (DCFTA) გეგმის მიხედვით მიდის და არის პროგრესი მომსახურების სფეროში, ზოგიერთი დაბრკოლებით.ყველა ძირითადი ინსტიტუტი, რომელიც DCFTA-ს რეალიზაციაზეა პასუხისმგებელი საქართველოში, შექმნილია და ფუნქციონირებს. ევროკავშირი საქართველოს დიდ სავაჭრო პარტნიორად რჩება (21,1% საგარეო ბრუნვიდან). საქართველოს აქვს გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების გამოცდილება.ამასთან, ევროკომისიამ არაერთ პრობლემაზე მიუთითა, რომელთა შორისაა შეზღუდვა საპარლამენტო მუშაობაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხარვეზები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მსვლელობისას, ჟურნალისტებსა და ლგბტ-თემის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორება 2021 წლის ივლისში და შემდგომ მნიშვნელოვანი გამოძიების არარსებობა.მოსმენების სკანდალური საქმე: ეკა ბესელიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა>>უყურადღებოდ არ დატოვა ევროკომისიამ ასევე მასმედიის წარმომადგენლების, დიპლომატებისა და სასულიერო პირების მოსმენების სკანდალური საქმე.ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წელს შეჩერდა სასამართლო სისტემის რეფორმა და საკვანძო სფეროებში გაუარესდა კიდეც.გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო რიგი მნიშვნელოვანი კანონები აუცილებელი კონსულტაციების ან ევროკავშირის ან ევროპული საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზის გარეშე. ეს კანონები ეხებოდა სასამართლო ორგანოების ფუნქციონირებას და დანიშვნების საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის საკითხს, ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილების გაფართოებას ითხოვს>>ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წელს მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269202690_322:0:3051:2047_1920x0_80_0_0_6a0dbeaed9cca9dd0d63b1e12a892821.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტი
ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე - პოლიტიკოსების რეაქცია
16:34 15.08.2022 (განახლებულია: 21:03 15.08.2022) ოპოზიციის აზრით, ევროკომისიის ანგარიში იმის დასტურია, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ოპოზიციისგან განსხვავებით, საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე განგაშის საფუძველს ვერ ხედავს.
ყოველწლიური ანგარიში ევროკავშირი–საქართველოს ასოციაციის საბჭოს სხდომამდე ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს გამოწვევები ემუქრებოდა საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების შერყევას, გაუარესდა ვითარება კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. იქვე
აღნიშნულია, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოში კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო.
„განგაშის საფუძველი არ არის იმის გამო, რომ ის, რა წუხილებიც აქ არის გამოთქმული, რაც მართალია და, ჩემი აზრით, რაც გადაჭარბებულია, ყველა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ევროკომისიას უკვე აქვს ჩვენთვის 12-პუნქტიანი გეგმა მოცემული“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა უმრავლესობიდან ბექა დავითულიანმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
„წლის ბოლოს ჩვენ, როცა შევასრულებთ ამ 12 პუნქტს, ის წუხილები გარკვეული მიმართულებებით ნიველირდება და გაქარწყლდება“, – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი ცაგარეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შენიშვნების გარდა ანგარიშში ნათქვამია წარმატებებზეც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.
„ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს... ეს ილუზიები არავის აქვს“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ანგარიშში ახალი არაფერი წერია, ხოლო რაც წერია, კიდევ რბილად არის ნათქვამი.
მისი თქმით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
„მთავარი სიტყვა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ამ მოხსენებას, ესაა უკუსვლა“, – განაცხადა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ.
„დოკუმენტში, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ არის ნაჩვენები, რომ ყველა ძირეული მიმართულებით საქართველოს სახელმწიფოს აქვს ჩავარდნები და არათუ გაჩერებულია რეფორმები, არამედ გვაქვს უკუსვლა მთელი რიგი მიმართულებებით“, – განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“ სერგო ჩიხლაძემ.
ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მთლიანობაში ეროვნული კანონმდებლობის მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი ზონის შეთანხმების ფარგლებში (DCFTA) გეგმის მიხედვით მიდის და არის პროგრესი მომსახურების სფეროში, ზოგიერთი დაბრკოლებით.
ყველა ძირითადი ინსტიტუტი, რომელიც DCFTA-ს რეალიზაციაზეა პასუხისმგებელი საქართველოში, შექმნილია და ფუნქციონირებს. ევროკავშირი საქართველოს დიდ სავაჭრო პარტნიორად რჩება (21,1% საგარეო ბრუნვიდან). საქართველოს აქვს გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების გამოცდილება.
ამასთან, ევროკომისიამ არაერთ პრობლემაზე მიუთითა, რომელთა შორისაა შეზღუდვა საპარლამენტო მუშაობაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხარვეზები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მსვლელობისას, ჟურნალისტებსა და ლგბტ-თემის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორება 2021 წლის ივლისში და შემდგომ მნიშვნელოვანი გამოძიების არარსებობა.
უყურადღებოდ არ დატოვა ევროკომისიამ ასევე მასმედიის წარმომადგენლების, დიპლომატებისა და სასულიერო პირების მოსმენების სკანდალური საქმე.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წელს შეჩერდა სასამართლო სისტემის რეფორმა და საკვანძო სფეროებში გაუარესდა კიდეც.
გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო რიგი მნიშვნელოვანი კანონები აუცილებელი კონსულტაციების ან ევროკავშირის ან ევროპული საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზის გარეშე. ეს კანონები ეხებოდა სასამართლო ორგანოების ფუნქციონირებას და დანიშვნების საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის საკითხს, ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წელს მოაწერეს ხელი.