https://sputnik-georgia.com/20220805/kobaxidze-qveyanashi-erti-xelisufleba-da-erti-pormatia-269231598.html
კობახიძე: ევროკავშირის პირობების შესასრულებლად ქვეყანაში ერთი ხელისუფლება და ერთი ფორმატია
კობახიძე: ევროკავშირის პირობების შესასრულებლად ქვეყანაში ერთი ხელისუფლება და ერთი ფორმატია
Sputnik საქართველო
პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში შევიდნენ არა მარტო დეპუტატები, არამედ შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. 05.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-05T21:51+0400
2022-08-05T21:51+0400
2022-08-05T22:20+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201768_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_8533275e36dbba9de1d3893d377ef9c1.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ხელისუფლებამ უკვე აამოქმედა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობების შესრულების პროცესი, ასე რომ, არანაირი პარალელური ფორმატი საჭირო არ არის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის პირობების შესრულების თავისი გეგმის თაობაზე 1 ივლისს განაცხადა. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობას საპარლამენტო კომიტეტებში, რის შემდეგაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფები დეპუტატების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლება არის ერთი და სამუშაო პროცესიც ერთია, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას.პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვაზე, ანტიკორუფციულ ღონისძიებებსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მომუშავე ჯგუფები.ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა კოორდინირებულად, ყველა მხარის მონაწილეობით უნდა წარიმართოს. თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულ ფორმატებში მუშაობაზე და აცხადებს, რომ მათ არ აწყობთ წინაპირობები. მათ შორის არიან პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. აღნიშნულმა პარტიებმა პარლამენტში ალტერნატიული პროცესი დაიწყეს.ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. პუნქტებს შორის არის პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201768_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_869cad9896453b0f8ed4a1220066492a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძე: ევროკავშირის პირობების შესასრულებლად ქვეყანაში ერთი ხელისუფლება და ერთი ფორმატია
21:51 05.08.2022 (განახლებულია: 22:20 05.08.2022) პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში შევიდნენ არა მარტო დეპუტატები, არამედ შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ხელისუფლებამ უკვე აამოქმედა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობების შესრულების პროცესი, ასე რომ, არანაირი პარალელური ფორმატი საჭირო არ არის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის პირობების შესრულების თავისი გეგმის თაობაზე 1 ივლისს განაცხადა. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობას საპარლამენტო კომიტეტებში, რის შემდეგაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფები დეპუტატების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.
„შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები საპარლამენტო ფორმატში და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. არავითარი პარალელური ფორმატის ადგილი საქართველოში არ არის. მათ ჯერ ტექნიკური მთავრობა უნდოდათ და ვერ მიაღწიეს, ახლა ტექნიკური პარლამენტის ჩამოყალიბება სცადეს. ეს ვერ იქნება ჩვენი მხრიდან სერიოზულად აღქმული“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლება არის ერთი და სამუშაო პროცესიც ერთია, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას.
პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვაზე, ანტიკორუფციულ ღონისძიებებსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მომუშავე ჯგუფები.
ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა კოორდინირებულად, ყველა მხარის მონაწილეობით უნდა წარიმართოს. თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულ ფორმატებში მუშაობაზე და აცხადებს, რომ მათ არ აწყობთ წინაპირობები. მათ შორის არიან პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. აღნიშნულმა პარტიებმა პარლამენტში ალტერნატიული პროცესი დაიწყეს.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. პუნქტებს შორის არის პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.