https://sputnik-georgia.com/20230720/-------279784608.html
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: ბრიუსელში საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: ბრიუსელში საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს
Sputnik საქართველო
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. 20.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-20T14:51+0400
2023-07-20T14:51+0400
2023-07-20T19:26+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277712832_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_91fce653aba44487aeb828c277f91965.jpg
ითბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში განიხილა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხები, მათ შორის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ გერტ იან კოპმანთან.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიმდინარე პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელებაში. საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება, დადებითი შეფასება მიიღო.ვარჰეის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს.მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა მიმართულება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დარგობრივი და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს. გარდა ამისა, გაცვალეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის და დადებითად შეაფასეს მხარეებს შორის მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტები.საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277712832_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_47be11521997afb2ab5e3a81f5ae25e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: ბრიუსელში საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს
14:51 20.07.2023 (განახლებულია: 19:26 20.07.2023) ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
ითბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში განიხილა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხები, მათ შორის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ გერტ იან კოპმანთან.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ასევე 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა სათანადოდ იქნება აღიარებული 2023 წლის გაფართოების ანგარიშში", – დაწერა დარჩიაშვილმა „ტვიტერზე".
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიმდინარე პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელებაში. საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება, დადებითი შეფასება მიიღო.
ვარჰეის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი გზით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება", – დაწერა ევროკომისარმა „ტვიტერზე".
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა მიმართულება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დარგობრივი და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს. გარდა ამისა, გაცვალეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის და დადებითად შეაფასეს მხარეებს შორის მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტები.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.