https://sputnik-georgia.com/20230802/evrokavsiri-uflebata-dacvis-sistema-myaria-magram-zogi-sfero-sayuradreboa-280748887.html
ევროკავშირი: საქართველოში უფლებათა დაცვის სისტემა მყარია, მაგრამ ზოგი სფერო საყურადღებოა
ევროკავშირი: საქართველოში უფლებათა დაცვის სისტემა მყარია, მაგრამ ზოგი სფერო საყურადღებოა
Sputnik საქართველო
ევროკავშირმა საქართველოში არსებული ვითარება შეაფასა და ქვეყანაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T10:46+0400
2023-08-02T10:46+0400
2023-08-02T15:49+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
გაერო
ახალი ამბები
საქართველო
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23537/95/235379541_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_ef5e8d1d6c74727f7831f5e429a1fbc1.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სისტემა მყარია, მაგრამ ზოგიერთ სფეროში შესაბამისი კანონების დაცვის გაძლიერებაა საჭირო, ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ. საქართველოს შესახებ ბლოკი იწყება იმით, რომ 2022 წელს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ დასკვნაში წარმოდგენილი პირობები შესრულდება. ეს პირობები მოიცავს დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებასთან, კანონის უზენაესობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ვითარების მიმოხილვა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ საქართველოში მთლიანობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი სისტემა არსებობს კანონმდებლობისა და პოლიტიკის ჩათვლით, რაც შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. მაგრამ რამდენიმე სფეროში აუცილებელია მათი რეალიზაციის გაძლიერება, ნათქვამია ანგარიშში. საქართველოში 2022 წელს არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. მაგრამ შემდგომი ძალისხმევაა საჭირო სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ვითარება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კვლავ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირის მუშაობის საკვანძო მიმართულებები საქართველოში მუშაობისას ევროკავშირი ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ევროკავშირის მოქმედებათა გეგმით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020-2024 წლებში. პრემიერი: საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება>>ევროკავშირმა 2022 წელს ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, რათა მან თავისი სამოქალაქო უფლებების წინ წამოწევა და დაცვა შეძლოს. ევროკავშირი ადვოკატირებას უწევდა და ხელს უწყობდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელებას, გენდერული თანასწორობის წინ წამოწევას და გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროკავშირმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლგბტ თემის უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების უფლების დაცვის ადვოკატირებაზე. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთქმედებები 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირი ჩართული იყო რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგში საქართველოსთან, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო გაიმართა 2022 წლის სექტემბერში, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს ყოველწლიური დიალოგი – 2022 წლის ივნისში. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა, რათა საქართველოს წახალისების მიზნით შეემუშავებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. ეს მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან რეგულარულ შეხვედრებს გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ევროკავშირის HumanRights4all პროგრამის ფარგლებში. კობახიძე პირობას დებს, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი არ გახდება, „კარტებს გახსნის">>მთავრობამ სტრატეგია მოიწონა ასოცირების საბჭოს სხდომის წინ და ის პარლამენტმა უნდა მიიღოს. თუმცა, ამ პროცესს აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმების შემუშავების თაობაზე დიალოგი გრძელდება. ევროკავშირმა შემოიტანა წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი საკითხების ინტეგრირებას, როგორიცაა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ზომების მიღება და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ევროკავშირის ფინანსური მონაწილეობა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით კვლავ მოწინავე პოზიციებზე იყო ადამიანის უფლებების სფეროში მასშტაბური პროგრამების განხორციელებისა და სისტემური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით. ძირითადი დახმარება EU4Human Rights პროგრამის ფარგლებში განხორციელდა (11 მილიონი ევრო). პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცველ ორგანოებზე შიდა და გარე ზედამხედველობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, ბავშვის უფლებების დაცვა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა. 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც კარგი მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდის მძლავრ გამტარებელს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) ქვეყნის მიხედვით მხარდაჭერის სქემების (CBSS) ფარგლებში მიღებული გრანტებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულების პროექტებს. პაპუაშვილი: ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ თავისი მახინჯი სახე წარმოაჩინა>>ეს მიმართულებებია: ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ჯანმრთელობის უფლება, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის წინ წამოწევა და ასევე თანაბარი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას ავსებს ევროკავშირის მიმდინარე რეგიონული პროგრამა EU4Gender Equality აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის – 8 მილიონი ევროს ოდენობის საერთო ბიუჯეტით. სასამართლო სისტემის რეფორმებს მხარს უჭერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა „კარგი მმართველობისთვის" PGG II, რომელსაც ევროპის საბჭო ახორციელებს. მრავალმხრივი კონტექსტი საქართველომ 2022 წლის განმავლობაში მრავალმხრივი ჩართულობა გააგრძელა. იგი არჩეული იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2023-2025 წლებისთვის. 2022 წლის მარტში ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან ტექნიკური დახმარების გაგრძელების შესახებ, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. 9 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის საშუალებით მეთხუთმეტედ მიიღო საქართველოს რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის შესრულებას აკვირდება და რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტმა.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23537/95/235379541_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_cdf9d7b525f98120dc15039a6b46f9f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, გაერო, ახალი ამბები, საქართველო, ევროპა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, გაერო, ახალი ამბები, საქართველო, ევროპა
ევროკავშირი: საქართველოში უფლებათა დაცვის სისტემა მყარია, მაგრამ ზოგი სფერო საყურადღებოა
10:46 02.08.2023 (განახლებულია: 15:49 02.08.2023) ევროკავშირმა საქართველოში არსებული ვითარება შეაფასა და ქვეყანაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სისტემა მყარია, მაგრამ ზოგიერთ სფეროში შესაბამისი კანონების დაცვის გაძლიერებაა საჭირო, ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ.
საქართველოს შესახებ ბლოკი იწყება იმით, რომ 2022 წელს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ დასკვნაში წარმოდგენილი პირობები შესრულდება.
ეს პირობები მოიცავს დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებასთან, კანონის უზენაესობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ვითარების მიმოხილვა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ
საქართველოში მთლიანობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი სისტემა არსებობს კანონმდებლობისა და პოლიტიკის ჩათვლით, რაც შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. მაგრამ რამდენიმე სფეროში აუცილებელია მათი რეალიზაციის გაძლიერება,
ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოში 2022 წელს არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. მაგრამ შემდგომი ძალისხმევაა საჭირო სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ვითარება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კვლავ შეშფოთებას იწვევს.
ევროკავშირის მუშაობის საკვანძო მიმართულებები
საქართველოში მუშაობისას ევროკავშირი ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ევროკავშირის მოქმედებათა გეგმით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020-2024 წლებში.
ევროკავშირმა 2022 წელს ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, რათა მან თავისი სამოქალაქო უფლებების წინ წამოწევა და დაცვა შეძლოს.
ევროკავშირი ადვოკატირებას უწევდა და ხელს უწყობდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელებას, გენდერული თანასწორობის წინ წამოწევას და გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროკავშირმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლგბტ თემის უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების უფლების დაცვის ადვოკატირებაზე.
ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთქმედებები
2022 წლის განმავლობაში ევროკავშირი ჩართული იყო რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგში საქართველოსთან, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო გაიმართა 2022 წლის სექტემბერში, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს ყოველწლიური დიალოგი – 2022 წლის ივნისში.
ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა, რათა საქართველოს წახალისების მიზნით შეემუშავებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. ეს მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან რეგულარულ შეხვედრებს გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ევროკავშირის HumanRights4all პროგრამის ფარგლებში.
მთავრობამ სტრატეგია მოიწონა ასოცირების საბჭოს სხდომის წინ და ის პარლამენტმა უნდა მიიღოს.
თუმცა, ამ პროცესს აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმების შემუშავების თაობაზე დიალოგი გრძელდება.
ევროკავშირმა შემოიტანა წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი საკითხების ინტეგრირებას, როგორიცაა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ზომების მიღება და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
ევროკავშირის ფინანსური მონაწილეობა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით კვლავ მოწინავე პოზიციებზე იყო ადამიანის უფლებების სფეროში მასშტაბური პროგრამების განხორციელებისა და სისტემური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით. ძირითადი დახმარება EU4Human Rights პროგრამის ფარგლებში განხორციელდა (11 მილიონი ევრო).
პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცველ ორგანოებზე შიდა და გარე ზედამხედველობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, ბავშვის უფლებების დაცვა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა.
2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც კარგი მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდის მძლავრ გამტარებელს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) ქვეყნის მიხედვით მხარდაჭერის სქემების (CBSS) ფარგლებში მიღებული გრანტებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულების პროექტებს.
ეს მიმართულებებია: ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ჯანმრთელობის უფლება, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის წინ წამოწევა და ასევე თანაბარი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში.
ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას ავსებს ევროკავშირის მიმდინარე რეგიონული პროგრამა EU4Gender Equality აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის – 8 მილიონი ევროს ოდენობის საერთო ბიუჯეტით.
სასამართლო სისტემის რეფორმებს მხარს უჭერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა „კარგი მმართველობისთვის" PGG II, რომელსაც ევროპის საბჭო ახორციელებს.
საქართველომ 2022 წლის განმავლობაში მრავალმხრივი ჩართულობა გააგრძელა. იგი არჩეული იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2023-2025 წლებისთვის. 2022 წლის მარტში ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან ტექნიკური დახმარების გაგრძელების შესახებ, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.
9 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის საშუალებით მეთხუთმეტედ მიიღო საქართველოს რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის შესრულებას აკვირდება და რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტმა.