https://sputnik-georgia.com/20230731/cinetsa-da-saqartvelos-bevri-aqvt-saerto-premierma-ori-qveynis-biznesmenta-forumi-gaxsna-280647152.html
ჩინეთსა და საქართველოს ბევრი აქვთ საერთო - პრემიერმა ორი ქვეყნის ბიზნესმენთა ფორუმი გახსნა
ჩინეთსა და საქართველოს ბევრი აქვთ საერთო - პრემიერმა ორი ქვეყნის ბიზნესმენთა ფორუმი გახსნა
Sputnik საქართველო
საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები კავშირების გაღრმავებისა და საერთო მიზნების რეალიზაციის ხარჯზე წარმატებულ ისტორიად იქცევა, განაცხადა... 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T19:31+0400
2023-07-31T19:31+0400
2023-07-31T22:48+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს ბიზნესგარემო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280642513_0:207:1222:894_1920x0_80_0_0_1820d0cbdc26d75ae8bb7002f1504d99.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო – ორივე ხალხს აქვს მდიდარი ისტორია და ღირებულებები, რომლებიც ხაზს უსვამს სტუმართმოყვარეობას, ოჯახურ სიწმინდესა და ტრადიციების პატივისცემას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ–ჩინური ბიზნეს-ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთს 26 ივლისს ეწვია, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა.პრემიერის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას.პრემიერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს – ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ერთგულია ღირებულებებისა, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა, ოჯახის სიწმინდე, ტრადიციების პატივისცემას.„ეს ღირებულებები ქმნიან ქართული იდენტობის არსს, წარმოადგენენ ძირითად პრინციპებს, რომლებიც განგვსაზღვრავს ჩვენ. მათი დაცვის პირობებში პატივს ვცემთ ჩვენს მემკვიდრეობას და საფუძველს ვუქმნით ერის გაერთიანებასა და აყვავებას, ვავითარებთ ინოვაციებსა და მოდერნიზმს. ამ გზაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება გადაწყვიტეს - დოკუმენტის ტექსტი>>მისი თქმით, საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩინეთის როლს მსოფლიო ეკონომიკაში და მის დიდ წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში, ხოლო ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის წარმატებულ ისტორიად იქცევა კავშირების გაღრმავებით და საერთო მიზნების რეალიზებით.„საქართველო მხარს უჭერს პრეზიდენტ სის გლობალურ ინიციატივებს, როგორიცაა გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა მათ ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია რვა ქვეყნისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ, რაც ხელს უწყობს უწყვეტ ვაჭრობას ორ კონტინენტს შორის ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ადამიანური კაპიტალითა და რეგიონული კავშირებით.მან აღნიშნა, რომ როგორც ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ენერგეტიკის შესვლისა და გასვლის საკვანძო ადგილი, საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს, რათა თავიანთი საქმიანობა გააფართოვონ ამ დიდ რეგიონში.„უფრო მეტიც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან. საერთო ჯამში ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 45 ქვეყანასთან (მათ შორის, ევროკავშირის 27 სახელმწიფოსთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან) და კიდევ ბევრი გვაქვს მოლაპარაკების ფაზაში. შესაბამისად, საქართველოს პროდუქციას შეუძლია მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე შევიდეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც დაახლოებით 2,3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.„ახალი ერის დასაწყისი" - ჩინეთის პრემიერი საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებაზე>>ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან სი ძინპინთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიმული მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.ახალი ინვესტიციები საქართველოში – პრემიერმა პერსპექტივებზე აზიის ბანკთან იმსჯელა>>2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280642513_366:198:1294:894_1920x0_80_0_0_d5b19f8bc7fac0f90841b83af5f4b4b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ბიზნესგარემო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ბიზნესგარემო
ჩინეთსა და საქართველოს ბევრი აქვთ საერთო - პრემიერმა ორი ქვეყნის ბიზნესმენთა ფორუმი გახსნა
19:31 31.07.2023 (განახლებულია: 22:48 31.07.2023) საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები კავშირების გაღრმავებისა და საერთო მიზნების რეალიზაციის ხარჯზე წარმატებულ ისტორიად იქცევა, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო – ორივე ხალხს აქვს მდიდარი ისტორია და ღირებულებები, რომლებიც ხაზს უსვამს სტუმართმოყვარეობას, ოჯახურ სიწმინდესა და ტრადიციების პატივისცემას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ–ჩინური ბიზნეს-ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთს 26 ივლისს ეწვია, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა.
პრემიერის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას.
„ჩინეთის მსგავსად, საქართველოც ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მდიდარი ისტორიით და კულტურით. ჩემი ქვეყანა სტრატეგიულად განლაგებულია მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, წარმოადგენს როგორც „აბრეშუმის გზის“ განუყოფელ ნაწილს, ასევე დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ამ უნიკალურმა მდებარეობამ საშუალება მისცა აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს, საქართველოში შერწყმოდნენ ერთმანეთს, რამაც ამ ორი სამყაროს კულტურათა მიმზიდველი ნაზავი შექმნა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს – ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ერთგულია ღირებულებებისა, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა, ოჯახის სიწმინდე, ტრადიციების პატივისცემას.
„ეს ღირებულებები ქმნიან ქართული იდენტობის არსს, წარმოადგენენ ძირითად პრინციპებს, რომლებიც განგვსაზღვრავს ჩვენ. მათი დაცვის პირობებში პატივს ვცემთ ჩვენს მემკვიდრეობას და საფუძველს ვუქმნით ერის გაერთიანებასა და აყვავებას, ვავითარებთ ინოვაციებსა და მოდერნიზმს. ამ გზაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩინეთის როლს მსოფლიო ეკონომიკაში და მის დიდ წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში, ხოლო ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის წარმატებულ ისტორიად იქცევა კავშირების გაღრმავებით და საერთო მიზნების რეალიზებით.
„საქართველო მხარს უჭერს პრეზიდენტ სის გლობალურ ინიციატივებს, როგორიცაა გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა მათ ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია რვა ქვეყნისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ, რაც ხელს უწყობს უწყვეტ ვაჭრობას ორ კონტინენტს შორის ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ადამიანური კაპიტალითა და რეგიონული კავშირებით.
„სწორედ ამიტომ ბოლო წლებში ჩემი ქვეყანა ამ ფართო რეგიონში მოიაზრება, როგორც განსაკუთრებული კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო კომპანიებისა და ბიზნესებისთვის. ბიზნესი საქართველოში ფასდაუდებელ წვდომის ადგილს პოულობს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, წვდომა იქონიონ მრავალფეროვან ბაზრებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ როგორც ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ენერგეტიკის შესვლისა და გასვლის საკვანძო ადგილი, საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს, რათა თავიანთი საქმიანობა გააფართოვონ ამ დიდ რეგიონში.
„უფრო მეტიც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან. საერთო ჯამში ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 45 ქვეყანასთან (მათ შორის, ევროკავშირის 27 სახელმწიფოსთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან) და კიდევ ბევრი გვაქვს მოლაპარაკების ფაზაში. შესაბამისად, საქართველოს პროდუქციას შეუძლია მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე შევიდეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც დაახლოებით 2,3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან სი ძინპინთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიმული მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.