ახალი ინვესტიციები საქართველოში – პრემიერმა პერსპექტივებზე აზიის ბანკთან იმსჯელა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და ძინ ლიქუნი
ირაკლი ღარიბაშვილი და ძინ ლიქუნი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
გამოწერა
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა და მისი სტაბილურობის პერსპექტივები.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტ ძინ ლიქუნთან მწვანე და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები და საქართველოს პერსპექტივები რეგიონში კავშირების გაუმჯობესებისა და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე საინვესტიციო გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობისა და მისი სტაბილურობის პერსპექტივების შესახებ.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოცაა.
რას მისცემს საქართველოს ჩინეთთან პარტნიორობა?>>
ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოების სხვა სექტორებში ინვესტირების გზით, აგრეთვე განვითარების სხვადასხვა ინსტიტუტებთან მრავალმხრივი და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა.
კერძოდ, AIIB აზიაში გზების, რკინიგზების, აეროპორტებისა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაფინანსებითაა დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0