https://sputnik-georgia.com/20230728/-----280472875.html
რას მისცემს საქართველოს ჩინეთთან პარტნიორობა?
რას მისცემს საქართველოს ჩინეთთან პარტნიორობა?
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთში დელეგაციასთან ერთად ხუთშაბათს გაემგზავრა. 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T14:50+0400
2023-07-28T14:50+0400
2023-07-28T20:14+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24806/47/248064791_0:44:1011:613_1920x0_80_0_0_de08ceb429d6b800ab7b2b12e7edac0c.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის გადაწყვეტილება, საქართველოსთან თანამშრომლობა ავიდეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა. განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშავონ, რათა ბიძგი მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში. პოლიტიკოსის თქმით, ამ დონის ვიზიტი ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა და ამიტომაც ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი. ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში ეს კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს. ეს არის ისტორიული ფაქტი, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერები ხვდებიან და საუბრობენ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს თანამშრომლობის თვალსაზრისით, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი", – განაცხადა ჩიქოვანმა. ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტიც მონაწილეობს. პრემიერი: ჩინეთთან კარგი ურთიერთობები გვაქვს>>>საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა. დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24806/47/248064791_76:0:936:645_1920x0_80_0_0_fb30246208e3569d95636c27dfa2d54e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
რას მისცემს საქართველოს ჩინეთთან პარტნიორობა?
14:50 28.07.2023 (განახლებულია: 20:14 28.07.2023) საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთში დელეგაციასთან ერთად ხუთშაბათს გაემგზავრა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის გადაწყვეტილება, საქართველოსთან თანამშრომლობა ავიდეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშავონ, რათა ბიძგი მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
„გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლობა ავიდეს სტრატეგიულ პარტნიორობამდე, ჩვენ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისა და ბევრი ახალი პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც იქნება სასიკეთო ჩვენი სახელმწიფოსთვის", – განაცხადა ჩიქოვანმა.
პოლიტიკოსის თქმით, ამ დონის ვიზიტი ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა და ამიტომაც ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი. ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში ეს კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს. ეს არის ისტორიული ფაქტი, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერები ხვდებიან და საუბრობენ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს თანამშრომლობის თვალსაზრისით, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი", – განაცხადა ჩიქოვანმა.
ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტიც მონაწილეობს.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.