https://sputnik-georgia.com/20230714/jenevis-molaparakebebi-saqartvelosa-da-rusetis-xedva-279568635.html
ჟენევის მოლაპარაკებები - საქართველოსა და რუსეთის ხედვა პრობლემების გადაწყვეტაზე
ჟენევის მოლაპარაკებები - საქართველოსა და რუსეთის ხედვა პრობლემების გადაწყვეტაზე
Sputnik საქართველო
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა. 14.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-14T18:26+0400
2023-07-14T18:26+0400
2023-07-14T22:51+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო
რუსეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22942/41/229424183_0:184:2988:1865_1920x0_80_0_0_40fd4c5137ef78011e23dd19a9f4ad9d.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები ვერ აღწევენ კონსენსუსს საქართველოსთვის საკვანძო საკითხზე – რუსულმა, აფხაზურმა და ოსურმა დელეგაციებმა კვლავ უარი თქვეს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვაზე.ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 58-ე რაუნდი 11–12 ივლისს გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.მოლაპარაკებების მსვლელობისას ქართულმა მხარემ დააყენა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სახის პრობლემები საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს სამხედრო წვრთნებთან, ადმინისტრაციულ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.რუსეთის საგარეო უწყებამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ვითარება სასაზღვრო ზოლში ძირითადად სტაბილურია.სიტუაციის კონტროლი შესაძლებელია მხარეების თავშეკავების, ასევე „ცხელი ხაზებისა“ და ერგნეთში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წყალობით, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, შემდეგი ნაბიჯი უნდა გახდეს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ანალოგიური საქმიანობის აღდგენა აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე.საქართველო სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ატარებს - ირაკლი ჩიქოვანი>>„სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას ხელს შეუწყობდა ქართულ–აფხაზური და ქართულ–სამხრეთოსური საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება შემდგომი დემარკაციით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.ჟენევის მოლაპარაკებების დროს ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობაზე.რუსეთმა, თავის მხრივ, კვლავ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია „საგნობრივი მუშაობა იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაზე“ ძალის არგამოყენების თაობაზე ოფიციალურ თბილისსა და სოხუმს და ცხინვალს შორის.პრემიერმა საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პირობები დაასახელა>>„ასეთი დოკუმენტის აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება აშშ-ისა და ნატოს სამხედრო-სამწვრთნელო აქტიურობის ფონზე ამიერკავკასიაში, ასევე კვლავ დღის წესრიგში მდგარ გეგმებზე ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან საქართველოს შეერთების საკითხზე“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.როდესაც ქართულმა მხარემ დააყენა იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი საკუთარ სახლებში, რუსეთის, დე–ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად, დატოვეს მოლაპარაკებები. ქართული მხარისთვის ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში.„კონსტრუქციული მუშაობის მოგვარებას ჰუმანიტარული მიმართულებით კვლავ ხელს უშლის საქართველოს მიერ ყოველ წელს შეტანილი გაეროს გენასამბლეის პოლიტიზებული რეზოლუცია დევნილებისა და ლტოლვილების თაობაზე. მორიგი კენჭისყრა ამ საკითხზე ახლანდელი რაუნდის წინ გაიმართა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.კობახიძე: საქართველო რუსეთთან დამყარებული სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებს არ სცდება>>ასევე აღნიშნულია, რომ ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ სახლებში ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია, რადგანაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვლავ უარს ეუბნებიან ნიუ-იორკის არენაზე მისაწვდომობაზე, რათა „თავიანთი პრინციპული პოზიცია“ გამოთქვან.2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22942/41/229424183_129:0:2860:2048_1920x0_80_0_0_86ede88d7481860be3aa00319c50b727.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
ჟენევის მოლაპარაკებები - საქართველოსა და რუსეთის ხედვა პრობლემების გადაწყვეტაზე
18:26 14.07.2023 (განახლებულია: 22:51 14.07.2023) საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები ვერ აღწევენ კონსენსუსს საქართველოსთვის საკვანძო საკითხზე – რუსულმა, აფხაზურმა და ოსურმა დელეგაციებმა კვლავ უარი თქვეს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვაზე.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 58-ე რაუნდი 11–12 ივლისს გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
მოლაპარაკებების მსვლელობისას ქართულმა მხარემ დააყენა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სახის პრობლემები საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე,
ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს სამხედრო წვრთნებთან, ადმინისტრაციულ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
რუსეთის საგარეო უწყებამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ვითარება სასაზღვრო ზოლში ძირითადად სტაბილურია.
სიტუაციის კონტროლი შესაძლებელია მხარეების თავშეკავების, ასევე „ცხელი ხაზებისა“ და ერგნეთში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წყალობით, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, შემდეგი ნაბიჯი უნდა გახდეს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ანალოგიური საქმიანობის აღდგენა აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე.
„სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას ხელს შეუწყობდა ქართულ–აფხაზური და ქართულ–სამხრეთოსური საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება შემდგომი დემარკაციით“, –
ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების დროს ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობაზე.
რუსეთმა, თავის მხრივ, კვლავ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია „საგნობრივი მუშაობა იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაზე“ ძალის არგამოყენების თაობაზე ოფიციალურ თბილისსა და სოხუმს და ცხინვალს შორის.
„ასეთი დოკუმენტის აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება აშშ-ისა და ნატოს სამხედრო-სამწვრთნელო აქტიურობის ფონზე ამიერკავკასიაში, ასევე კვლავ დღის წესრიგში მდგარ გეგმებზე ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან საქართველოს შეერთების საკითხზე“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
როდესაც ქართულმა მხარემ დააყენა იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი საკუთარ სახლებში, რუსეთის, დე–ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად, დატოვეს მოლაპარაკებები. ქართული მხარისთვის ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში.
„კონსტრუქციული მუშაობის მოგვარებას ჰუმანიტარული მიმართულებით კვლავ ხელს უშლის საქართველოს მიერ ყოველ წელს შეტანილი გაეროს გენასამბლეის პოლიტიზებული რეზოლუცია დევნილებისა და ლტოლვილების თაობაზე. მორიგი კენჭისყრა ამ საკითხზე ახლანდელი რაუნდის წინ გაიმართა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ სახლებში ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია, რადგანაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვლავ უარს ეუბნებიან ნიუ-იორკის არენაზე მისაწვდომობაზე, რათა „თავიანთი პრინციპული პოზიცია“ გამოთქვან.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.