https://sputnik-georgia.com/20230620/---------278765245.html
კობახიძე: საქართველო რუსეთთან დამყარებული სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებს არ სცდება
კობახიძე: საქართველო რუსეთთან დამყარებული სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებს არ სცდება
Sputnik საქართველო
არსებობს კონკრეტული კომუნიკაციის არხები, მათ შორის აბაშიძის და კარასინის შეხვედრები, განაცხადა კობახიძემ 20.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-20T22:36+0400
2023-06-20T22:36+0400
2023-06-27T16:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ქართული ოცნება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249833948_0:42:1171:700_1920x0_80_0_0_52f21169d4fbfeb96a082d4adf2ee116.jpg
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. საქართველოს არ ჰყავს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში და ის არ გადის რუსეთთან არსებული კავშირების საზღვრებს მიღმა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ასე გამოეხმაურა ის რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 19 ივნისს გაიმართა რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს სხდომა. პალატის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს წინადადებები საქართველოსა და რუსეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში, მათ შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის კუთხით.კობახიძის განმარტებით, არსებობს კონკრეტული კომუნიკაციის არხები, მათ შორის არის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის მონაწილეობით.„ეს არის ერთადერთი არხი დღეს, რაც რუსეთთან კომუნიკაციის კუთხით გვაქვს. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს, ეს არის ის თემები, რაზეც ბუნებრივია, კონცენტრირებული არის ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - განაცხადა კობახიძემ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249833948_91:0:1078:740_1920x0_80_0_0_ec72cc4db61b643efbd0bf6aa1e3b615.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ქართული ოცნება , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ქართული ოცნება , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
კობახიძე: საქართველო რუსეთთან დამყარებული სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებს არ სცდება
22:36 20.06.2023 (განახლებულია: 16:28 27.06.2023) არსებობს კონკრეტული კომუნიკაციის არხები, მათ შორის აბაშიძის და კარასინის შეხვედრები, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. საქართველოს არ ჰყავს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში და ის არ გადის რუსეთთან არსებული კავშირების საზღვრებს მიღმა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ასე გამოეხმაურა ის რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 19 ივნისს გაიმართა რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს სხდომა. პალატის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს წინადადებები საქართველოსა და რუსეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში, მათ შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის კუთხით.
„არ გამიგია. ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც ფარსი და ტყუილი აღმოჩნდა. ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბუნებრივია, ფარგლებს მიღმა არ გავდივართ“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, არსებობს კონკრეტული კომუნიკაციის არხები, მათ შორის არის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის მონაწილეობით.
„ეს არის ერთადერთი არხი დღეს, რაც რუსეთთან კომუნიკაციის კუთხით გვაქვს. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს, ეს არის ის თემები, რაზეც ბუნებრივია, კონცენტრირებული არის ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.