საქართველო სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ატარებს - ირაკლი ჩიქოვანი

© Government of Georgiaირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2023
გამოწერა
მოვა დრო და ყველა მიხვდება, რამდენად სწორია მოქმედი ხელისუფლების ამგვარი პოზიცია, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ატარებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება გონივრულ და პრაქტიკულ პოლიტიკას ატარებს, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.

„გაივლის დრო, იქნება შეფასებები და ყველა კარგად დაინახავს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არის გააზრებული პოლიტიკა, გარკვეულწილად სტრატეგიულ მოთმინებაზე დაფუძნებული პოლიტიკა, და მთავარი მიზანია საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს პირველ ადგილზე", – განაცხადა ჩიქოვანმა.

პოლიტიკოსის თქმით, ამჟამინდელ ვითარებაში საერთაშორისო ურთიერთობები ძალზე მგრძნობიარეა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის იმ პარტნიორობის ფასი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამ პარტნიორობაში მე მგონია, რომ გვაქვს უფლება გვქონდეს ჩვენი ხმა", – განაცხადა ჩიქოვანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
პრემიერი: ჩვენ კარგ პრეცედენტს ვქმნით>>
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0