https://sputnik-georgia.com/20230630/----------279144085.html
პრემიერმა საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პირობები დაასახელა
პრემიერმა საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პირობები დაასახელა
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას 10 წელზე მეტია თავისი სტრატეგიული მოთმინებითა და პრაგმატული გონივრული პოლიტიკით ქვეყანა გაერთიანებისკენ მიჰყავს. 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T21:50+0400
2023-06-30T21:50+0400
2023-06-30T23:04+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24152/05/241520505_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_ad858cea7d1f402ce1e79c180ad20b5e.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი დაკარგა.ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მოარულ ხმებთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ჩვენ არანაირი ფარული დღის წესრიგი არ გვაქვს, თუ რამეზე ვსაუბრობთ, თქვენ ყველამ ყველაფერი იცით – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, აქ კითხვები არ არის", – განაცხადა პოლიტიკოსმა.როგორც ღარიბაშვილმა დასძინა, ხელისუფლებას 10 წელზე მეტია თავისი სტრატეგიული მოთმინებითა და პრაგმატული გონივრული პოლიტიკით ქვეყანა გაერთიანებისკენ მიჰყავს.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 28 ივნისს ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვი ძალისხმევას არ იშურებს მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზაციისთვის – რუსეთიდან სომხეთში სარკინიგზო მოძრაობის გახსნისთვის. სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და სომხეთს შორის ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს გავლით არის შესაძლებელი.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24152/05/241520505_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_5d561956903a6cbeb041d4b7a6a82211.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერმა საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პირობები დაასახელა
21:50 30.06.2023 (განახლებულია: 23:04 30.06.2023) ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას 10 წელზე მეტია თავისი სტრატეგიული მოთმინებითა და პრაგმატული გონივრული პოლიტიკით ქვეყანა გაერთიანებისკენ მიჰყავს.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი დაკარგა.
„კითხვა დამისვეს, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხია: მხოლოდ გამთლიანების, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მოარულ ხმებთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ჩვენ არანაირი ფარული დღის წესრიგი არ გვაქვს, თუ რამეზე ვსაუბრობთ, თქვენ ყველამ ყველაფერი იცით – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, აქ კითხვები არ არის", – განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც ღარიბაშვილმა დასძინა, ხელისუფლებას 10 წელზე მეტია თავისი სტრატეგიული მოთმინებითა და პრაგმატული გონივრული პოლიტიკით ქვეყანა გაერთიანებისკენ მიჰყავს.
„ყოველი დღე, ყოველი ჩვენი მიზანი, ყოველი გააზრებული ნაბიჯი გვაახლოვებს ამ დიდ, ეროვნულ მიზანთან", – განაცხადა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 28 ივნისს ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვი ძალისხმევას არ იშურებს მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზაციისთვის – რუსეთიდან სომხეთში სარკინიგზო მოძრაობის გახსნისთვის. სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და სომხეთს შორის ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს გავლით არის შესაძლებელი.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.