ელჩი შეკვეთებს არ უნდა იძლეოდეს – „ქართულ ოცნებაში“ კელი დეგნანს უპასუხეს

© photo: Sputnik / Stringer„პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია
„პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 ივლისის მოვლენების დროს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალადობა არ მომხდარიყო, აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. აშშ-ის ელჩი არ უნდა იძლეოდეს შეკვეთებს ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ეს მისი საქმე არ არის, ეს სამართალდამცველი ორგანოების საქმეა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ელჩმა კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის დროს პოლიციის მოქმედება გააკრიტიკა. დიპლომატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ შსს-მ არ შეასრულა დანაპირები და ვერ შეძლო ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნება მისცა „დაუმორჩილებელ ბრბოს“ თბილისის ქუჩებში მოეწყო მსვლელობა, ფესტივალის ჩატარების დახურულ ადგილზე ძალადობის, პოლიციის კორდონის გარღვევისა და ვანდალიზმის აქტების მოწოდებით გამოსულიყო. ამასთან, მან განაცხადა, რომ ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, როდესაც ვიდეოში ასახული ადამიანები დაისჯებიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის მადლობა და მე არ მგონია, რომ ის შეფასება იყოს სწორი, რაც კონკრეტული დიპლომატის მხრიდან გაკეთდა. რაც შეეხება თვითონ სასჯელს... დიპლომატის საქმე არ არის შეკვეთის მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანოები, მადლობა ღმერთს, და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, შსს-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალადობა თავიდან ყოფილიყო არიდებული და მათი დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა, მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობდა.
სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველესი – შსს–მ კრიტიკას უპასუხა>>
ფესტივალი, რომელიც ამ წლის 8 ივლისს ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და სამართალდამცველები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი შეირაღებული იყო სხვადასხვა საგნებით. აქციაზე არავინ დაშავებულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთულია და ღონისძიების ჩაშლის მთავარი მიზეზი ესაა.
პოლიციამ სწორად გაანაწილა პრიორიტეტები - დეპუტატმა აშშ-ის ელჩის კრიტიკას უპასუხა>>
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო ფესტივალის ჩატარება. მოგვიანებით პოლიციის მოქმედება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.
ამის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი სტიმულს აძლევს პოლიციის კრიტიკას უცხო ქვეყნების ელჩების მხრიდან. მისი თქმით, პოლიციამ ვერ უზრუნველყო ღონისძიების ჩატარება, მაგრამ სწორად განსაზღვრა პრიორიტეტი და იზრუნა მთავარზე – ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0