https://sputnik-georgia.com/20230713/policiam-sworad-gaanawila-prioritetebi-qadagisvilma-degnans-upasuxa-279523931.html
პოლიციამ სწორად გაანაწილა პრიორიტეტები - დეპუტატმა აშშ-ის ელჩის კრიტიკას უპასუხა
პოლიციამ სწორად გაანაწილა პრიორიტეტები - დეპუტატმა აშშ-ის ელჩის კრიტიკას უპასუხა
Sputnik საქართველო
პოლიცია იძულებული იყო ლგბტ–საზოგადოების მხარდასაჭერად გამართული ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ევაკუაცია განეხორციელებინა, რომ არავინ... 13.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-13T17:36+0400
2023-07-13T17:36+0400
2023-08-23T09:04+0400
ლგბტ-თემის პრობლემები
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
აშშ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/09/279380033_347:649:2835:2048_1920x0_80_0_0_8ffc601010974a61af7fe641ff92a1b9.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ქართულმა პოლიციამ პრიორიტეტები სწორად გადაანაწილა და უზრუნველყო ლგბტ–საზოგადოების მხარდამჭერი „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოება, და ის არანაირ საყვედურს არ იმსახურებს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტარისას.კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის დროს პოლიციის მოქმედება გააკრიტიკა. დიპლომატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ შსს-მ არ შეასრულა დანაპირები და ვერ შეძლო ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნება მისცა „დაუმორჩილებელ ბრბოს“ თბილისის ქუჩებში მოეწყო მსვლელობა, ფესტივალის ჩატარების დახურულ ადგილზე ძალადობის, პოლიციის კორდონის გარღვევისა და ვანდალიზმის აქტების მოწოდებით გამოსულიყო.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პოლიცია იყო მობილიზებული და მოქმედებდა კანონის შესაბამისად, იცავდა წესრიგს და აქციის მონაწილეებს. ადგილზე მივიდა ძალიან ბევრი ხალხი და გარემო იყო ღია, ყველა მხრიდან შეიძლებოდა მისვლა. ამან განაპირობა ის, რომ სრულად ვერ მოხდა ტერიტორიის დაცვა.ფესტივალი, რომელიც ამ წლის 8 ივლისს ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და სამართალდამცველები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი იყო შეირაღებული სხვადასხვა საგნით. აქციაზე არავინ დაშავებულა.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთულია და ღონისძიების ჩაშლის მთავარია მიზეზი ესაა.დეპუტატი ჩაშლილ Tbilisi Pride-ზე: სიცოცხლისა და წესრიგის დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია>>საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო ფესტივალის ჩატარება. მოგვიანებით პოლიციის მოქმედება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.ამის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი სტიმულს აძლევს პოლიციის კრიტიკას უცხო ქვეყნების ელჩების მხრიდან. მისი თქმით, პოლიციამ ვერ უზრუნველყო ღონისძიების ჩატარება, მაგრამ სწორად განსაზღვრა პრიორიტეტი და იზრუნა მთავარზე – ადამიანების ჯანმრთელობაზე.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/09/279380033_387:621:2290:2048_1920x0_80_0_0_a865f5b8bcaab12823f52af4acf87fa8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლგბტ-თემის პრობლემები , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, აშშ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ლგბტ-თემის პრობლემები , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, აშშ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ სწორად გაანაწილა პრიორიტეტები - დეპუტატმა აშშ-ის ელჩის კრიტიკას უპასუხა
17:36 13.07.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) პოლიცია იძულებული იყო ლგბტ–საზოგადოების მხარდასაჭერად გამართული ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ევაკუაცია განეხორციელებინა, რომ არავინ დაშავებულიყო, მიიჩნევს ქადაგიშვილი.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ქართულმა პოლიციამ პრიორიტეტები სწორად გადაანაწილა და უზრუნველყო ლგბტ–საზოგადოების მხარდამჭერი „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოება, და ის არანაირ საყვედურს არ იმსახურებს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტარისას.
კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის დროს პოლიციის მოქმედება გააკრიტიკა. დიპლომატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ შსს-მ არ შეასრულა დანაპირები და ვერ შეძლო ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნება მისცა „დაუმორჩილებელ ბრბოს“ თბილისის ქუჩებში მოეწყო მსვლელობა, ფესტივალის ჩატარების დახურულ ადგილზე ძალადობის, პოლიციის კორდონის გარღვევისა და ვანდალიზმის აქტების მოწოდებით გამოსულიყო.
„პოლიციამ სწორად დაალაგა პრიორიტეტი, რომ „პრაიდის“ მონაწილეები გაიყვანა ტერიტორიიდან, რათა მათ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ დამუქრებოდა. ასე რომ, პოლიცია გარანტიას აძლევს არა რომელიმე ელჩს, არამედ ზოგადად კანონის მიხედვით გარანტიას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს“, – განუცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პოლიცია იყო მობილიზებული და მოქმედებდა კანონის შესაბამისად, იცავდა წესრიგს და აქციის მონაწილეებს. ადგილზე მივიდა ძალიან ბევრი ხალხი და გარემო იყო ღია, ყველა მხრიდან შეიძლებოდა მისვლა. ამან განაპირობა ის, რომ სრულად ვერ მოხდა ტერიტორიის დაცვა.
„როდესაც სიტუაცია არის ექსტრემალური, პოლიცია ყოველთვის ირჩევს იმ პრიორიტეტს, რომელიც მნიშვნელოვანია იმ მომენტში. აქედან გამომდინარე, საქართველოს პოლიციას საყვედურები არ ეკუთვნის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ფესტივალი, რომელიც ამ წლის 8 ივლისს ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და სამართალდამცველები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი იყო შეირაღებული სხვადასხვა საგნით. აქციაზე არავინ დაშავებულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთულია და ღონისძიების ჩაშლის მთავარია მიზეზი ესაა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო ფესტივალის ჩატარება. მოგვიანებით პოლიციის მოქმედება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.
ამის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი სტიმულს აძლევს პოლიციის კრიტიკას უცხო ქვეყნების ელჩების მხრიდან. მისი თქმით, პოლიციამ ვერ უზრუნველყო ღონისძიების ჩატარება, მაგრამ სწორად განსაზღვრა პრიორიტეტი და იზრუნა მთავარზე – ადამიანების ჯანმრთელობაზე.