არასერიოზული და სამარცხვინოა - ირაკლი კობახიძემ ევროდეპუტატების განცხადებას უპასუხა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროპარლამენტის შენობა
ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
ევროპარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მკურნალობა, რომელსაც ექს-პრეზიდენტი გადის, არ უწყობს ხელს მის სწრაფად გამოჯანმრთელებას.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ევროპარლამენტის ოდიოზური დეპუტატების მოწოდებები მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ აბსურდული, არამედ სამარცხვინოც, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ევროპარლამენტის დეპუტატების 44-კაციანმა ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში გადაყვანას, სადაც მას აუცილებელ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ექს-პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობა „ღრმა შეშფოთებას“ იწვევს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აშკარა ნიშანია იმისა, რომ ამჟამინდელი სამედიცინო ზომები „არ უწყობს ხელს მის სწრაფად გამოჯანმრთელებას“.

„მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა აღარ კვდებოდეს ყოველდღე. რაღაც მომენტის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ისევ შეცვალა... რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, ეს არის არა მარტო აბსურდი, არამედ უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს პოლარიზაცია, შემოიტანონ არეულობა და გაიხსნას მეორე ფრონტი.

„ჩვენი მიზანი არის საპირისპირო. ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, ჩვენ არ გვინდა ქვეყნის არევა და ჩვენ გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმოქმედებთ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების კარნახით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ევროდეპუტატებმა თავიანთი მოწოდება ხელისუფლებისადმი იმით დაასაბუთეს, რომ ისინი აღაშფოთა იმან, თუ როგორ გამოიყურებოდა სააკაშვილი ბოლო სასამართლო სხდომაზე.
გასულ კვირაში მასმედიაში გავრცელდა ჩანაწერი სასამართლოდან, სადაც სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის განხილვისას სააკაშვილთან საავადმყოფოს პალატიდან ვიდეოჩართვა მოეწყო. მან აიწია მაისური და ყველას აჩვენა, როგორი გამხდარია ის. მან ხელისუფლებისგან ბოდიში მოითხოვა მის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდების გამო.
სააკაშვილის ჯანმრთელობა
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში".
როგორ შეაფასეს პოლონელმა ექიმებმა სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკა - „ვივამედის" პასუხი>>
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
„ეს კაპრიზია": პარლამენტის სპიკერი სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მოწოდებაზე>>>
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
უკვე 16 ივნისს ექს-პრეზიდენტმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. მას მერე სოციალურ ქსელში სისტემატურად ჩნდება მისი პოლიტიკური განცხადებები.
სტრასბურგის გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიან - თალაკვაძე აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაზე>>
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
მსჯავრდებული სააკაშვილი
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
„უსუსური მცდელობა“ - კობახიძე აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაზე სააკაშვილთან დაკავშირებით>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ყველა ახალი ამბავი
0