https://sputnik-georgia.com/20230713/-----------279519100.html
როგორ შეაფასეს პოლონელმა ექიმებმა სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკა - „ვივამედის" პასუხი
როგორ შეაფასეს პოლონელმა ექიმებმა სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკა - „ვივამედის" პასუხი
Sputnik საქართველო
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. 13.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-13T15:21+0400
2023-07-13T15:21+0400
2023-08-15T16:11+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825141_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_145f56b1401955463b3b0638cd0aade5.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. პოლონეთიდან ჩამოსული ექიმები სრულად დაეთანხმნენ საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკას, განაცხადა „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.პოლონელმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედი", სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობის კურსს გადის, გვიან ღამით დატოვეს. სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება რამდენიმე საათს გაგრძელდა. პოლონელმა ექიმებმა პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ქართველი კოლეგებისგან მიიღეს. მათ კლინიკა კომენტარის გარეშე დატოვეს.მისი თქმით, ის, რაც პოლონელმა ექიმებმა ურჩიეს პაციენტს, მანამდე ქართველი სპეციალისტების მიერ იყო რეკომენდებული. თუმცა, როგორც ჩხაიძემ განმარტა, სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა უარი, მაგალითად, ხერხემალზე ფუნქციის ჩატარებაზე, რაც მას გუშინ პოლონელმა ექიმებმა შესთავაზეს. ასევე იყო კვებასთან დაკავშირებული საკითხი.ამასთან, როგორც ექიმმა განმარტა, სააკაშვილის წონაში მატება მისი სადმე გადაყვანის განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის.როგორც ცნობილია, პოლონეთიდან ჩამოვიდნენ ექიმი-ნეიროქირურგი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი და ტოქსიკოლოგი.სააკაშვილის ჯანმრთელობადაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში".სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.„ეს კაპრიზია": პარლამენტის სპიკერი სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მოწოდებაზე>>>მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.უკვე 16 ივნისს ექს-პრეზიდენტმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. მას მერე სოციალურ ქსელში სისტემატურად ჩნდება მისი პოლიტიკური განცხადებები.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.მსჯავრდებული სააკაშვილისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825141_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_0764bc6ac83194539303ba23a3103fec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
როგორ შეაფასეს პოლონელმა ექიმებმა სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკა - „ვივამედის" პასუხი
15:21 13.07.2023 (განახლებულია: 16:11 15.08.2023) სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. პოლონეთიდან ჩამოსული ექიმები სრულად დაეთანხმნენ საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკას, განაცხადა „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
პოლონელმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედი", სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობის კურსს გადის, გვიან ღამით დატოვეს. სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება რამდენიმე საათს გაგრძელდა. პოლონელმა ექიმებმა პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ქართველი კოლეგებისგან მიიღეს. მათ კლინიკა კომენტარის გარეშე დატოვეს.
„ეს ნამდვილად კოლეგიალური, საგნობრივი შეხვედრა იყო. ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს“, – განაცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ის, რაც პოლონელმა ექიმებმა ურჩიეს პაციენტს, მანამდე ქართველი სპეციალისტების მიერ იყო რეკომენდებული. თუმცა, როგორც ჩხაიძემ განმარტა, სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა უარი, მაგალითად, ხერხემალზე ფუნქციის ჩატარებაზე, რაც მას გუშინ პოლონელმა ექიმებმა შესთავაზეს. ასევე იყო კვებასთან დაკავშირებული საკითხი.
„რაც შეეხება წონაში მატებას, რა თქმა უნდა, არის წონაში მატება. პაციენტი წონაში მომატებულია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მე მგონი, პაციენტსაც უნდა ახარებდეს და მის გარემოცვასაც. ჩვენი სურვილია, რომ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, თუნდაც კვების კომპონენტში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
ამასთან, როგორც ექიმმა განმარტა, სააკაშვილის წონაში მატება მისი სადმე გადაყვანის განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის.
„მისი მდგომარეობა საყურადღებოა, თუნდაც ამ ლაბორატორიული კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, თუმცა ყველა პარამეტრი არის სტაბილური. ციხეში გადაყვანაზე საუბარი ჩვენთან არ მიდის“, – განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც ცნობილია, პოლონეთიდან ჩამოვიდნენ ექიმი-ნეიროქირურგი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი და ტოქსიკოლოგი.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
უკვე 16 ივნისს ექს-პრეზიდენტმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. მას მერე სოციალურ ქსელში სისტემატურად ჩნდება მისი პოლიტიკური განცხადებები.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.