https://sputnik-georgia.com/20230711/------279479394.html
გერმანიამ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ძალისხმევა შეაფასა
გერმანიამ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ძალისხმევა შეაფასა
Sputnik საქართველო
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, განაცხადა პრეზიდენტმა. 11.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-11T23:10+0400
2023-07-11T23:10+0400
2023-07-12T16:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0b/279478434_0:0:1536:864_1920x0_80_0_0_b273cc859b9bb635f48740927e30f9a7.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. პროგრესი, რასაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მიაღწია, გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის ბერბელ ბასის და საქართველოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრების მთავარი თემა გახდა.ბერბელ ბასი შეხვდა ჯერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს.გენერალი ბენ ჰოჯესი: დასავლეთი საქართველოში გავლენებს კარგავს >>გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის მიღწევის საკითხში.შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველომ გერმანიის სრული მხარდაჭერა მოიპოვა.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საქართველოს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო
გერმანია
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0b/279478434_118:0:1458:1005_1920x0_80_0_0_6fd38faa32c6f3707a671162baceb919.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
გერმანიამ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ძალისხმევა შეაფასა
23:10 11.07.2023 (განახლებულია: 16:46 12.07.2023) გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. პროგრესი, რასაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მიაღწია, გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის ბერბელ ბასის და საქართველოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრების მთავარი თემა გახდა.
ბერბელ ბასი შეხვდა ჯერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის მიღწევის საკითხში.
შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველომ გერმანიის სრული მხარდაჭერა მოიპოვა.
„გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ამ გზას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს. ქართველი ხალხი აფასებს გერმანელი ერის მხარდაჭერას“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ბერბელ ბასთან შეხვედრის ვიდეოს კომენტარში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საქართველოს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.