https://sputnik-georgia.com/20230711/-------279475587.html
გენერალი ბენ ჰოჯესი: დასავლეთი საქართველოში გავლენებს კარგავს
გენერალი ბენ ჰოჯესი: დასავლეთი საქართველოში გავლენებს კარგავს
Sputnik საქართველო
გენერლის თქმით, ნატომ დაკარგა შანსი და ახლა კარგავს გავლენას საქართველოში. 11.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-11T20:09+0400
2023-07-11T20:09+0400
2023-07-11T22:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
ნატო
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/14/249756499_0:133:3169:1916_1920x0_80_0_0_c69018becb0bc838748529ffd7dddfe1.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დასავლეთმა და ნატომ საქართველოში წარმატებას ვერ მიაღწიეს და ამ ქვეყანაში გავლენას კარგავენ, განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა პოლონურ პორტალ Interia-სთან ინტერვიუში.ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა გასული წლის 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ სამიტზე უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატების სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. სამიტმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც იგი 12 პირობას შეასრულებს.გენერლის თქმით, ნატომ ხელიდან გაუშვა შანსი და ახლა კარგავს თავის გავლენას საქართველოში. „საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ახლა გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ორი, სამი ან ხუთი წლის წინ იყო“, – აღიარა მან.„ჩვენ არ ვიყავით თანმიმდევრულები ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის და ყველა იმ საკითხის მნიშვნელობის შეფასებებში, რომლებიც ნატოს კომპლექსური სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა გენერალმა.ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ 12-ვე პირობა შეასრულა. შენიშვნების უმეტესობა პრაქტიკის დახვეწას ეხება, ხოლო საკანონმდებლო დონეზე სამუშაო შესრულებულია. რიგ შემთხვევებში საუბარია ახალი კანონების მიღებაზე, მათ შორის სასამართლო სისტემის შესახებ, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ სისტემური მიდგომის გამოყენებით, მაგრამ ამ პუნქტების შესასრულებლად ევროკომისიისგან საჭიროა კონკრეტიკა.წყარო - Interia
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/14/249756499_219:0:2950:2048_1920x0_80_0_0_d2403231f8055fcb79b83b98cfa0c58e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ნატო , პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ნატო , პოლიტიკა
გენერალი ბენ ჰოჯესი: დასავლეთი საქართველოში გავლენებს კარგავს
20:09 11.07.2023 (განახლებულია: 22:37 11.07.2023) გენერლის თქმით, ნატომ დაკარგა შანსი და ახლა კარგავს გავლენას საქართველოში.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დასავლეთმა და ნატომ საქართველოში წარმატებას ვერ მიაღწიეს და ამ ქვეყანაში გავლენას კარგავენ, განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა პოლონურ პორტალ Interia-სთან ინტერვიუში.
ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა გასული წლის 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ სამიტზე უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატების სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. სამიტმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც იგი 12 პირობას შეასრულებს.
„ადრე მე ბევრად ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი საქართველოს მიმართ. მაგრამ დავმარცხდით როგორც ნატო, ისე დასავლეთი“, – განაცხადა ჰოჯესმა.
გენერლის თქმით, ნატომ ხელიდან გაუშვა შანსი და ახლა კარგავს თავის გავლენას საქართველოში. „საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ახლა გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ორი, სამი ან ხუთი წლის წინ იყო“, – აღიარა მან.
„ჩვენ არ ვიყავით თანმიმდევრულები ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის და ყველა იმ საკითხის მნიშვნელობის შეფასებებში, რომლებიც ნატოს კომპლექსური სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა გენერალმა.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ 12-ვე პირობა შეასრულა. შენიშვნების უმეტესობა პრაქტიკის დახვეწას ეხება, ხოლო საკანონმდებლო დონეზე სამუშაო შესრულებულია. რიგ შემთხვევებში საუბარია ახალი კანონების მიღებაზე, მათ შორის სასამართლო სისტემის შესახებ, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ სისტემური მიდგომის გამოყენებით, მაგრამ ამ პუნქტების შესასრულებლად ევროკომისიისგან საჭიროა კონკრეტიკა.