https://sputnik-georgia.com/20230708/---------279348641.html
სალომე ზურაბიშვილმა შესაბამის ორგანოებს პრაიდის ფესტივალზე უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა
სალომე ზურაბიშვილმა შესაბამის ორგანოებს პრაიდის ფესტივალზე უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს, მიუღებელია, განაცხადა პრეზიდენტმა 08.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-08T11:43+0400
2023-07-08T11:43+0400
2023-08-10T14:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
ადამიანის უფლებები საქართველოში
ლგბტ-თემის პრობლემები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_0:0:3172:1785_1920x0_80_0_0_f5b398eb15c0114b071ec3c3867aad42.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, უზრუნველყონ თბილისში „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ფესტივალის უსაფრთხოება, ასევე კონსტიტუციით დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.ფესტივალი ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე დაასრულებს „პრაიდის კვირეულს“ (Tbilisi Pride Week), რომელიც ორგანიზებულია ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ.„პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, აგრეთვე დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.„დაუშვებელი და მიუღებელია“ - საქართველოს საპატრიარქო ლგბტ-პროპაგანდის შესახებ>>ფესტივალი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დახურულ ტერიტორიაზე ჩატარდება და იქ მხოლოდ ის შეძლებს მოხვედრას, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა.ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.ლგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.შსს „პრაიდის“ ფესტივალის ჩასატარებლად უსაფრთხოების ზომებს უზრუნველყოფს >>ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_256:0:2987:2048_1920x0_80_0_0_b47eb16005142bf50acccdac2b7aa9f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანის უფლებები საქართველოში, ლგბტ-თემის პრობლემები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანის უფლებები საქართველოში, ლგბტ-თემის პრობლემები
სალომე ზურაბიშვილმა შესაბამის ორგანოებს პრაიდის ფესტივალზე უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა
11:43 08.07.2023 (განახლებულია: 14:33 10.08.2023) ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს, მიუღებელია, განაცხადა პრეზიდენტმა
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, უზრუნველყონ თბილისში „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ფესტივალის უსაფრთხოება, ასევე კონსტიტუციით დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ფესტივალი ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე დაასრულებს „პრაიდის კვირეულს“ (Tbilisi Pride Week), რომელიც ორგანიზებულია ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
„პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, აგრეთვე დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
ფესტივალი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დახურულ ტერიტორიაზე ჩატარდება და იქ მხოლოდ ის შეძლებს მოხვედრას, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა.
ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.
ლგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.