https://sputnik-georgia.com/20230706/vinston-cercilis-gamonatqvamebi-sir-winston-leonard-spencer-churchill--279297059.html
უდიდესი ენაკვიმატი ბრიტანელი - იუმორში დამალული სიმართლე
უდიდესი ენაკვიმატი ბრიტანელი - იუმორში დამალული სიმართლე
Sputnik საქართველო
ხელისუფლება – ნარკოტიკია. ვისაც ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ გაუსინჯავს, სამუდამოდ მოწამლულია. 06.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-06T11:55+0400
2023-07-06T11:55+0400
2023-07-06T17:17+0400
ბრძნული გამონათქვამები
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23023/57/230235738_0:272:2672:1775_1920x0_80_0_0_dbb177077dc38998e1dfcbd0c6309db6.jpg
აზრების ფოიერვერკი დიდი ბრიტანელი მოღვაწის უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამებს გთავაზობთ.უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი — Sir Winston Leonard Spencer-Churchill – 1874-1965) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940–1945 და 1951–1955 წლებში, „დიდი სამეულის" ერთ-ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).2002 წელს BBC-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვით, ჩერჩილი ისტორიის განმავლობაში უდიდეს ბრიტანელად დასახელდა.თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა>>• დრო ცუდი მოკავშირეა• დიპლომატი — ეს არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს იტყვის• უფრო ადვილია ერის მართვა, ვიდრე ოთხი ბავშვის აღზრდა• პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს წინასწარმეტყველება – რა მოხდება ხვალ, ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ. შემდეგ უნდა ახსნას, რატომ არ მოხდა ეს• ამ ქვეყნად უამრავი მოარული ჭორი დადის, ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ მათი ნახევარი წმინდა წყლის სიმართლეა• ძლიერი, მდუმარე მამაკაცი ძალიან ხშირად იმიტომ არის მდუმარე, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი• ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თვითონ არ უშვებს — ის სხვებს აძლევს ამის შანსს• თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომსსიკეთე ბოროტისთვის, თათბირი შლეგისთვის, ქადაგება გონებაჩლუნგისთვის...>>• ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან• კაპიტალიზმის მანკიერება კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილებაა, სოციალიზმის ღირსება — სიღარიბის თანაბარი გადანაწილება. კაპიტალიზმის მთავარი ნაკლოვანება კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილებაა, სოციალიზმის უპირატესობა — უუფლებობის თანაბარი გადანაწილება• ნებისმიერი კრიზისი — ეს ახალი შესაძლებლობებია• ხელისუფლება — ნარკოტიკია. ვისაც ეს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ გაუსინჯავს, სამუდამოდ მოწამლულია• ადამიანებს მშვენივრად ეხერხებათ იმ საიდუმლოს შენახვა, რომელიც არ იციან• ომი — როდესაც სხვების ინტერესებს სრულებით უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან• ცხოვრების უდიდესი გაკვეთილი ისაა, რომ ხანდახან სულელებიც მართალი არიანოცნების კოშკები და გაბრიყვების საუკეთესო საშუალება>>• ურთიერთობების გაფუჭების ყველაზე კარგი საშუალებაა – დაიწყო ამ ურთიერთობების გამორკვევა• ჩრდილის გარეშე ყველაზე კაშკაშა სინათლეც არ არსებობს• ჩემი დღეგრძელობა სპორტის დამსახურებაა — მას არასდროს მივდევდი
https://sputnik-georgia.com/20230414/nikos-kazanzakisi-276731654.html
https://sputnik-georgia.com/20221106/stefan-cvaigi-stefan-zweig-271974831.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23023/57/230235738_0:22:2672:2026_1920x0_80_0_0_d20b5e74a349172b783501b51a9ac047.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
უდიდესი ენაკვიმატი ბრიტანელი - იუმორში დამალული სიმართლე
11:55 06.07.2023 (განახლებულია: 17:17 06.07.2023) ხელისუფლება – ნარკოტიკია. ვისაც ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ გაუსინჯავს, სამუდამოდ მოწამლულია.
აზრების ფოიერვერკი დიდი ბრიტანელი მოღვაწის უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამებს გთავაზობთ.
უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი — Sir Winston Leonard Spencer-Churchill – 1874-1965) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940–1945 და 1951–1955 წლებში, „დიდი სამეულის" ერთ-ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).
2002 წელს BBC-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვით, ჩერჩილი ისტორიის განმავლობაში უდიდეს ბრიტანელად დასახელდა.
• დიპლომატი — ეს არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს იტყვის
• უფრო ადვილია ერის მართვა, ვიდრე ოთხი ბავშვის აღზრდა
• პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს წინასწარმეტყველება – რა მოხდება ხვალ, ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ. შემდეგ უნდა ახსნას, რატომ არ მოხდა ეს
• ამ ქვეყნად უამრავი მოარული ჭორი დადის, ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ მათი ნახევარი წმინდა წყლის სიმართლეა
• ძლიერი, მდუმარე მამაკაცი ძალიან ხშირად იმიტომ არის მდუმარე, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი
• ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თვითონ არ უშვებს — ის სხვებს აძლევს ამის შანსს
• თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს
• ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან
• კაპიტალიზმის მანკიერება კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილებაა, სოციალიზმის ღირსება — სიღარიბის თანაბარი გადანაწილება. კაპიტალიზმის მთავარი ნაკლოვანება კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილებაა, სოციალიზმის უპირატესობა — უუფლებობის თანაბარი გადანაწილება
• ნებისმიერი კრიზისი — ეს ახალი შესაძლებლობებია
• ხელისუფლება — ნარკოტიკია. ვისაც ეს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ გაუსინჯავს, სამუდამოდ მოწამლულია
• ადამიანებს მშვენივრად ეხერხებათ იმ საიდუმლოს შენახვა, რომელიც არ იციან
• ომი — როდესაც სხვების ინტერესებს სრულებით უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან
• ცხოვრების უდიდესი გაკვეთილი ისაა, რომ ხანდახან სულელებიც მართალი არიან
• ურთიერთობების გაფუჭების ყველაზე კარგი საშუალებაა – დაიწყო ამ ურთიერთობების გამორკვევა
• ჩრდილის გარეშე ყველაზე კაშკაშა სინათლეც არ არსებობს
• ჩემი დღეგრძელობა სპორტის დამსახურებაა — მას არასდროს მივდევდი