თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა

© photo: Sputnik / Fayed El Geziri / გადასვლა მედიაბანკშიბუდისტური ტაძრების კომპლექსი
ბუდისტური ტაძრების კომპლექსი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
გამოწერა
სამყარომ იცის, როგორ იქნება უკეთესი. ადრე თუ გვიან ის შეგვახვედრებს საჭირო ადამიანებს და გაგვყრის არასაჭირო ადამიანებთან...
აზრების ფოიერვერკი წარმოგიდგენთ ბუდას, სიდჰარტა გაუტამას ბრძნულ აზრებს.
ბუდა – ბუდისტურ რელიგიაში არსება, რომელმაც უმაღლეს სიწმინდეს, ნირვანას მიაღწია. ბუდა ითარგმნება, როგორც გასხივოსნებული. ბუდისტურ პანთეონში უამრავი ბუდა არსებობს, მაგრამ უმეტესად იგულისხმება ბუდიზმის დამაარსებელი სიდჰარტა გაუტამა.
ბუდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ცხოვრობდა. ის ინდოეთის ერთ-ერთი ტომის, შაკიების უფლისწული იყო, მაგრამ უარი თქვა ფუფუნებაზე და მდიდრულ ცხოვრებაზე. 35 წლისამ გასხივოსნებას მიაღწია. მას შემდეგ 45 წლის განმავლობაში მოიარა თითქმის მთელი ინდოეთი. დააარსა ბუდისტური საკრებულოები და მამათა მონასტრები. მას გამოუჩნდა მრავალი მიმდევარი. მისმა მოწაფეებმა ბუდას მოძღვრება მთელ ჩრდილოეთ ინდოეთში გაავრცელეს.
სიკვდილი ფორმაა ცხოვრებისა, მაგრამ იგი დაუძინებელი მტერია სიცოცხლისა>>
ბუდა ხანდაზმულ ასაკში (80 ან 85 წლის) გარდაიცვალა. ცნობილია გიგანტური ქანდაკებები, რომლებზეც მისი უკანასკნელი დაძინებაა აღბეჭდილი. გადმოცემის მიხედვით, მან სიკვდილის წინ ლოტოსის ფორმა მიიღო, ყველაზე ერთგული ბერების წინაშე უკანასკნელი ქადაგება წარმოთქვა, მარჯვენა გვერდზე წამოწვა და ხელი თავქვეშ ამოიდო. ამ დროს იგი ღრმა მედიტაციაში ჩაიძირა და პარინირვანაში (საბოლოო ნირვანა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ფიზიკური სიკვდილის შემდეგ აღწევენ ის არსებები, რომლებმაც სრულ გასხივოსნებას მიაღწიეს) შევიდა. მისი გვამი დაწვეს და ფერფლი რვა მოწაფემ გაინაწილა.
არ მიიღო არანაირი ნეგატივი. სანამ მას არ მიიღებ, ის ეკუთვნის მას, ვინც ეს ნეგატივი მოიტანა.
სვამი ვივეკანანდა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2018
ცხოვრების უდიდესი მასწავლებელი და ადამიანის მარადიული მიზანი
თუ პრობლემა გაქვს, ეცადე გადაწყვიტო ის. თუ ვერ წყვეტ, მაშინ ნუ ქმნი მისგან პრობლემას.
ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ცხოვრებისეული უნარია ყოველივე ცუდის სწრაფად დავიწყების უნარი: ნუ „ჩაიციკლები" უსიამოვნებებზე, ნუ იცხოვრებ წყენა-ბრაზით, ნუ „დატკბები" გაღიზიანებით, ნუ ჩაიდებ გულში ბოღმას. არ ღირს სულის სხვადასხვა ნარჩენით დანაგვიანება.
არ არის მიჯაჭვულობა – არ არის ტანჯვა.
სამყარო შიგნიდან მოდის, ნუ ეძებ მას გარეთ.
გონიერი ადამიანიც კი სისულელეს ჩაიდენს, თუ სრულყოფისკენ არ ისწრაფვის.
მას შეუძლია, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია.
ერთი სანთლისგან ათასობით სანთლის ანთება შეიძლება და მისი სიცოცხლე ამით არ დამოკლდება. ბედნიერება არ მცირდება, როდესაც მას სხვებსაც უზიარებ.
უბრალოდ სასაცილოა იფიქრო, რომ ვიღაც სხვას შეუძლია ბედნიერად ან უბედურად გაქციოს.
ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2018
მოკვდე რაიმეს გამო – იოლია, იცოცხლო – რთული
ყოველთვის უპასუხე მხოლოდ სიკეთით, მხოლოდ ასე შეიძლება სამყარო უკეთესი გახდეს. უპასუხე სიკეთით ან საერთოდ არ უპასუხო. თუ ბოროტებას ბოროტებითვე პასუხობ, ბოროტება უფრო ბევრი ხდება.
რამდენი ბრძნული სიტყვაც არ უნდა წაიკითხო, რა სარგებელია მისგან, თუ მას საქმეში არ იყენებ?
კეთილგანწყობა ყველა არსების მიმართ – აი, ჭეშმარიტი რელიგიურობა.
ის, რასაც დღეს წარმოვადგენთ, ჩვენი გუშინდელი აზრების შედეგია, ხოლო დღევანდელი ფიქრები ხვალინდელ ცხოვრებას ქმნის. ცხოვრება – ეს ჩვენი გონების პირმშოა.
თუ გსურთ გაიგოთ, რას აკეთებდით წარსულ ცხოვრებაში, შეხედეთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას. თუ გსურთ გაიგოთ მომავალი, შეხედეთ თქვენს დღევანდელ საქციელს.
სამყარომ იცის, როგორ იქნება უკეთესი. ადრე თუ გვიან ის შეგვახვედრებს საჭირო ადამიანებს და გაგვყრის არასაჭირო ადამიანებთან.
შენ არ დაისჯები შენი რისხვისთვის, შენ დაისჯები საკუთარი რისხვით.
ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...
ადამიანს მონად არ აქცევს არც სიცოცხლე, არც სიმდიდრე, არც ძალაუფლება, არამედ მონად აქცევს მხოლოდ სიცოცხლეზე, სიმდიდრესა და ძალაუფლებაზე მიჯაჭვულობა.
რა ხეირია იმაში, რომ ადამიანი ცდილობს მთელი თავისი დიდებული გარეგნობა გვაჩვენოს, როდესაც მის შიგნით სიცარიელეა?
გზის ბოლოს თავისუფლებაა. მანამდე – მოთმინება.
ბედნიერება – ეს არ არის გარემოებების იღბლიანი თანხვედრა. ეს, უბრალოდ, თქვენი გონების მდგომარეობაა.
სძლიე მრისხანებას სიმშვიდით, სძლიე ბოროტებას სიკეთით. სძლიე სიღარიბეს გულუხვობით, სძლიე სიცრუეს ჭეშმარიტებით.
სამ რამეს ვერ დამალავ: მზეს, მთვარესა და ჭეშმარიტებას.
ნუ გეშინია ველური ცხოველების, უნდა გეშინოდეს ცუდი მეგობრის. რადგან ველური ცხოველი მხოლოდ სხეულს გიზიანებს, ცუდი მეგობარი – სულს.
საკუთრება – ნივთები არაა, არამედ აზრები. შეიძლება გქონდეთ ნივთები, მაგრამ ამასთან არ იყოთ მესაკუთრე.
თქვენი თავის მასწავლებელი თვითონ ხართ.
კობო აბე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2018
აბეს კლიტემორგებული რკინის ნიღაბი და სექსისა და სიკვდილის განუყრელობა
ხშირად ენამჭევრობა სიტყვების ჭეშმარიტ აზრს ჩრდილავს.
კეთილი შორიდან ასხივებს, ბრწყინავს, როგორც ჰიმალაის მთები. ბოროტი კი ახლოდანაც არ ჩანს, როგორც ღამით ნასროლი ისარი.
ყველა ახალი ამბავი
0