https://sputnik-georgia.com/20230626/---------278963401.html
აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს ყოველ ათ დღეში შეამოწმებენ
აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს ყოველ ათ დღეში შეამოწმებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. 26.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-26T16:22+0400
2023-06-26T16:22+0400
2023-06-26T21:35+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
აჭარა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0a/252270788_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_b3a3bfb9883585b7a84a55a07d77ffbb.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ განახორციელებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. უფრო მეტიც, წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.სააგენტოს განმარტებით, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.თორნიკე რიჟვაძე: შავ ზღვაში წყლის ხარისხი პერიოდულად შემოწმდება>>>აღებული სინჯები გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად.ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებისთანავე მონაცემები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.როგორც ადრე აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ცოტა ხნის წინ კვლევები ჩატარდა რამდენიმე მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.საშიშია თუ არა შავ ზღვაში ცურვა? - ჩხობაძის განმარტება>>>ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი სარფი–ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში ჩატარდა: ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი. ნიმუშები ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსშია აღებული.ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0a/252270788_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_49799783c00c007fca97ddb378e0806f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს ყოველ ათ დღეში შეამოწმებენ
16:22 26.06.2023 (განახლებულია: 21:35 26.06.2023) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ განახორციელებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. უფრო მეტიც, წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
სააგენტოს განმარტებით, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.
აღებული სინჯები გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად.
ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებისთანავე მონაცემები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
როგორც ადრე აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ცოტა ხნის წინ კვლევები ჩატარდა რამდენიმე მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.
ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი სარფი–ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში ჩატარდა: ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი. ნიმუშები ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსშია აღებული.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.