https://sputnik-georgia.com/20230620/--------278756518.html
საშიშია თუ არა შავ ზღვაში ცურვა? - ჩხობაძის განმარტება
საშიშია თუ არა შავ ზღვაში ცურვა? - ჩხობაძის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. 20.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-20T19:00+0400
2023-06-20T19:00+0400
2023-06-20T22:55+0400
საქართველო
აჭარა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24108/19/241081998_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_06f16dfe19537e0d9f1397617d964488.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველო ამ ეტაპზე რისკის ზონაში არ შედის, რადგან ზღვის დინება სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიემართება, განაცხადა მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ.შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით შავი ზღვის მარილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამას ზღვაში დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის მოხვედრით ხსნიან.მისი თქმით, კახოვკის ჰესის კატასტროფის შედეგი საქართველომ შეიძლება იგრძნოს 5-6 თვის შემდეგ, ამ პერიოდამდე კი შავი ზღვა, ჯანსაღი ეკოსისტემის გათვალისწინებით, ბალანსის აღდგენას მოახერხებს.ეკოლოგის განმარტებით, გლობალურად ამ ეტაპზე ოფიციალური კვლევები დაბინძურების ხარისხსა და მასშტაბის შესახებ არ არსებობს, მთავარი რეკომენდაცია კი სახელმწიფოების დონეზე მონიტორინგის გაძლიერებას უკავშირდება.როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, ზოგადად, შავ ზღვაზე საფრთხე არსებობს. ექვსივე ქვეყანა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ კერძოდ ამ სეზონზე საქართველოს საფრთხე არ ემუქრება.„პანიკის საფუძველი არ გვაქვს“ – ეკოლოგი შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ სიტუაციაზე>>>ამასთან, ექსპერტის განმარტებით, მნიშვნელოვანია ბუქარესტის კომისიის შეკრება, რადგანაც არსებობს შავი ზღვის დაცვის კონვენცია და მან უნდა გადაწყვიტოს, რა კონკრეტული დავალებები უნდა მიეცეს ქვეყნებს და რომელი მიმართულებითაა საჭირო მუშაობა. „საქართველოს მხრიდან ახლაც შესაძლებელია გააქტიურდეს მონიტორინგი, რომელსაც გარემოს დაცვის სააგენტო აწარმოებს. გაძლიერებულად უნდა მუშაობდნენ და მოსახლეობას უნდა ვაცნობდეთ ინფორმაციას, თუნდაც იმისთვის, რომ ჩავაქროთ პანიკა, რომელიც სოციალურ ქსელებში ატყდა", – განაცხადა ჩხობაძემ.მისი თქმით, სპეციალისტებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ნაკადი წავიდოდა ოდესისკენ და არა საქართველოსკენ, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა.ექსპერტის განმარტებით, ახლა სპეციალისტებს საშუალება აქვთ აწარმოონ აქტიური მონიტორინგი, რადგანაც შავი ზღვის მარილიანობა მნიშვნელოვანია ბაქტერიული დაბინძურების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.ამასთან, ჩხობაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის ეკოსისტემა იმდენად ძლიერია, რომ იგი ერევა იმ ნარჩენებს, რასაც ადამიანები ყრიან წყალში.ქართველმა სპეციალისტებმა აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიური კვლევები ჩაატარეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას.კვლევები ტარდება რამდენიმე მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი სარფი–ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში ჩატარდა: ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი.ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24108/19/241081998_134:0:1926:1344_1920x0_80_0_0_bead46ce36c933501a1d414016549a9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საშიშია თუ არა შავ ზღვაში ცურვა? - ჩხობაძის განმარტება
19:00 20.06.2023 (განახლებულია: 22:55 20.06.2023) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველო ამ ეტაპზე რისკის ზონაში არ შედის, რადგან ზღვის დინება სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიემართება, განაცხადა მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით შავი ზღვის მარილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამას ზღვაში დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის მოხვედრით ხსნიან.
„რამდენადაც ჩვენ ვხვდებით, ამ სეზონზე დარტყმის ქვეშ არ ვართ, ვინაიდან დინება მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ჩვენთან არის ყველაზე მეტად სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე და ამაზე მეტყველებს თევზჭერაც. თქვენ იცით, რომ თევზი ბინადრობს მხოლოდ სუფთა გარემოში და ამ ეტაპზე თევზი შემოდის ჩვენს ტერიტორიულ წყლებში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი გვემუქრება", – განაცხადა ჩხობაძემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
მისი თქმით, კახოვკის ჰესის კატასტროფის შედეგი საქართველომ შეიძლება იგრძნოს 5-6 თვის შემდეგ, ამ პერიოდამდე კი შავი ზღვა, ჯანსაღი ეკოსისტემის გათვალისწინებით, ბალანსის აღდგენას მოახერხებს.
ეკოლოგის განმარტებით, გლობალურად ამ ეტაპზე ოფიციალური კვლევები დაბინძურების ხარისხსა და მასშტაბის შესახებ არ არსებობს, მთავარი რეკომენდაცია კი სახელმწიფოების დონეზე მონიტორინგის გაძლიერებას უკავშირდება.
როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, ზოგადად, შავ ზღვაზე საფრთხე არსებობს. ექვსივე ქვეყანა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ კერძოდ ამ სეზონზე საქართველოს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, ექსპერტის განმარტებით, მნიშვნელოვანია ბუქარესტის კომისიის შეკრება, რადგანაც არსებობს შავი ზღვის დაცვის კონვენცია და მან უნდა გადაწყვიტოს, რა კონკრეტული დავალებები უნდა მიეცეს ქვეყნებს და რომელი მიმართულებითაა საჭირო მუშაობა.
„საქართველოს მხრიდან ახლაც შესაძლებელია გააქტიურდეს მონიტორინგი, რომელსაც გარემოს დაცვის სააგენტო აწარმოებს. გაძლიერებულად უნდა მუშაობდნენ და მოსახლეობას უნდა ვაცნობდეთ ინფორმაციას, თუნდაც იმისთვის, რომ ჩავაქროთ პანიკა, რომელიც სოციალურ ქსელებში ატყდა", – განაცხადა ჩხობაძემ.
მისი თქმით, სპეციალისტებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ნაკადი წავიდოდა ოდესისკენ და არა საქართველოსკენ, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა.
„მტკნარი წყლის მარაგი ზღვაში დიდი რაოდენობით მოხვდა და დაეცა მარილიანობა, თუმცა, ეს ისევ და ისევ იმ სანაპიროს მხარეს, ჩრდილოეთისკენ. ზღვის ნაკადი განსხვავებულად მოძრაობს, ჩვენ ვიცოდით, რომ ნაკადი თურქეთიდან მოდის და ჩვენგან მიდის სოჭისკენ. ზაფხულის პერიოდში ასე ხდება. სანამ ჩვენამდე მოაღწევს, სანამ წრეს დაარტყამს, მე დარწმუნებული ვარ, რომ შავ ზღვაზე ბალანსირება დაიწყება", – განაცხადა ეკოლოგმა.
ექსპერტის განმარტებით, ახლა სპეციალისტებს საშუალება აქვთ აწარმოონ აქტიური მონიტორინგი, რადგანაც შავი ზღვის მარილიანობა მნიშვნელოვანია ბაქტერიული დაბინძურების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
ამასთან, ჩხობაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის ეკოსისტემა იმდენად ძლიერია, რომ იგი ერევა იმ ნარჩენებს, რასაც ადამიანები ყრიან წყალში.
ქართველმა სპეციალისტებმა აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიური კვლევები ჩაატარეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას.
კვლევები ტარდება რამდენიმე მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.
ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი სარფი–ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში ჩატარდა: ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.