https://sputnik-georgia.com/20230620/panikis-safuzveli-ar-gvaqvs-ekologi-cxobaze-278734985.html
„პანიკის საფუძველი არ გვაქვს“ - ეკოლოგი შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ სიტუაციაზე
„პანიკის საფუძველი არ გვაქვს“ - ეკოლოგი შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ სიტუაციაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. 20.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-20T13:17+0400
2023-06-20T13:17+0400
2023-06-20T17:55+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
აჭარა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24186/67/241866761_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_98dd1a85bb4e675e65b9e743e246c71d.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. სპეციალისტებს აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე ცურვისა და დასვენებისთვის არანაირი საფრთხე არ გამოუვლენიათ და, შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, განაცხადა მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ.აჭარაში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან. წყლის უსაფრთხოების საკითხი შავ ზღვაში აქტუალური კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა.კვლევები მუდმივად ტარდება რამდენიმე მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი სარფი–ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში ჩატარდა: ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი.სად არის ყველაზე სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე>>სინჯებს მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში იღებენ.ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.
აჭარა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24186/67/241866761_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_b0dfe85bfbde6f9eaa40d9949cf9423c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, აჭარა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, აჭარა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
„პანიკის საფუძველი არ გვაქვს“ - ეკოლოგი შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ სიტუაციაზე
13:17 20.06.2023 (განახლებულია: 17:55 20.06.2023) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. სპეციალისტებს აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე ცურვისა და დასვენებისთვის არანაირი საფრთხე არ გამოუვლენიათ და, შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, განაცხადა მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ.
აჭარაში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან. წყლის უსაფრთხოების საკითხი შავ ზღვაში აქტუალური კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა.
„ჩვენ ვერანაირ საფრთხეს ვერ ვაფიქსირებთ შავ ზღვაზე, დაწყნარდნენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ თვითონ არ უნდა გადავყაროთ მდინარეებში არაფერი, რომ ეს არ აღმოჩნდეს მერე შავი ზღვის სანაპიროებზე“, – განაცხადა ჩხობაძემ.
კვლევები მუდმივად ტარდება რამდენიმე მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.
ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი სარფი–ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში ჩატარდა: ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი.
სინჯებს მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში იღებენ.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.